შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის და რეექსპორტის რეგულირების შესახებ

  • Word
შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის და რეექსპორტის რეგულირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1504
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 29/06/2009
სარეგისტრაციო კოდი 300.130.000.05.001.000.392
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1504
26/06/1998
პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998
300.130.000.05.001.000.392
შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის და რეექსპორტის რეგულირების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის და რეექსპორტის რეგულირების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულება

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი აწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობებს შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის და რეექსპორტის სფეროში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

თავი II

ძირითადი დებულებანი

    მუხლი 2. შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის და რეექსპორტის წესი

საქართველოდან შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტი და რეექსპორტი დაიშვება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.

საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2253 – სსმI, №35(42), 28.07.1999წ., მუხ.174

საქართველოს 2002 წლის 25 ივნისის კანონი №1597 – სსმI, №21, 12.07.2002წ., მუხ.101

    მუხლი 3. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2253 – სსმI, №35(42), 28.07.1999წ., მუხ.174

    მუხლი 4. ინფორმაციის აღრიცხვა შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის და რეექსპორტის სფეროში

შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის და რეექსპორტის შესახებ ინფორმაცია აღირიცხება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგარეო ვაჭრობის სფეროში საბაჟო სტატისტიკის წარმოების საერთო წესის შესაბამისად. ამასთან, ამგვარი ინფორმაცია, საქონლის სპეციფიკისათვის აუცილებელ სხვა პარამეტრებთან ერთად, უნდა შეიცავდეს ექსპორტირებული ჯართის წონას ტონებში.

    მუხლი 5. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 6. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2253 – სსმI, №35(42), 28.07.1999წ., მუხ.174

თავი II1

გარდამავალი დებულება

საქართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის კანონი №1238 – სსმI, №1, 10.01.2002წ., მუხ.8

    მუხლი 61. შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის და რეექსპორტის კონტროლის ხელშემწყობი ღონისძიებანი

საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებთან ერთად:

ა)<უზრუნველყოს სახელმწიფოს 51%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში არსებული შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ინვენტარიზაციის განხორციელება;

ბ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს აღნიშნულ საწარმოებში არსებული შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების რეალიზაციისა და რეალიზაციიდან შემოსული თანხების მიზნობრივად გამოყენების წესი.

საქართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის კანონი №1238 – სსმI, №1, 10.01.2002წ., მუხ.8

საქართველოს 2002 წლის 25 ივნისის კანონი №1597 – სსმI, №21, 12.07.2002წ., მუხ.101

საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2039 – სსმI, №8, 14.04.2003წ., მუხ.48

თავი III

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 7. კანონის ამოქმედება და ძალადაკარგულად ცნობილი აქტი

1. ეს კანონი ამოქმედდეს 1998 წლის 1 ივლისიდან.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 21 თებერვლის დადგენილება „შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გატანის აკრძალვის შესახებ”.

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 26 ივნისი.

№1504–IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2253 – სსმI, №35(42), 28.07.1999წ., მუხ.174

2. საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 – სსმI, №17, 12.05.2000წ., მუხ.41

3. საქართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის კანონი №1238 – სსმI, №1, 10.01.2002წ., მუხ.8

4. საქართველოს 2002 წლის 25 ივნისის კანონი №1597 – სსმI, №21, 12.07.2002წ., მუხ.101

5. საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2039 – სსმI, №8, 14.04.2003წ., მუხ.48

6. ძალადაკარგულია –  საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1175 – სსმI, №12, 29.06.2009წ., მუხ.49