დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 44 |
დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 01/10/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/10/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.121.016188 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (06/10/2015 - 06/03/2018)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №13 დადგენილებით დამტკიცებული „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მე-3 მუხლის მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება“ დანართი №1-ის შესაბამისად.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები
|
1. ეს დებულება ადგენს ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის (შემდგომში – ვებგვერდი) შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დანიშნულებაა: ა) ვანის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ- პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის; ბ) ვანის მუნიციპალიტეტის მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან, თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინების მიზნით. 3. ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.vani.gov.ge . |
მუხლი 2.
ვებგვერდის ადმინისტრირება
|
1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური. ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ პირს (პირებს) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე.
2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს: ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებასა და მასში ცვლილებების შეტანას; ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას; გ) ინფორმაციის განთავსებას; დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებებისა და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლისთვის; ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან. 3. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მიმართვა ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის განსათავსებლად სავალდებულოა შესასრულებლად თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული დაწესებულებისათვის. |
მუხლი 3.
ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი
|
1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა.
2. ვებგვერდზე განთვსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი. 3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. 4. ვებგვერდის შევსების წყაროებია: ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები; ბ) ვანის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები; გ) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები; დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტრესურსები; ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები; ვ) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები. 5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) მუდმივად განახლებადი; ბ) ყოველკვირეული; გ) ყოველთვიური. |
მუხლი 4.
ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება
|
1. ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ ვანის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებების, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების და ინტერნეტრესურსების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურისთვის მიწოდებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განსათავსებლად.
2. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს ორგანოების, თანამდებობის პირების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, ასევე საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების დამუშავებას და მიწოდებას საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირისთვის, მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განსათავსებლად. 3. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი (პირები). 4. ინფორმაციის მიწოდების ვადებია: ა) მუდმივად განახლებადის – ყოველი დღის 12.00 სთ; ბ) ყოველკვირეულის – ყოველი სამშაბათის 12.00 სთ; გ) ყოველთვიურის – ყოველი თვის 15 რიცხვის 12.00 სთ. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილების შესაბამისად. |
მუხლი 5.
ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა |
ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებებია:
ა) მთავარი; ბ) მუნიციპალიტეტი; გ) საკრებულო; დ) გამგეობა; ე) საჯარო ინფორმაცია; ვ) საზოგადოება; ზ) სხვა ინფორმაცია. |
მუხლი 6.
ვებგვერდის განყოფილებათა სტრუქტურა
|
1. ვებგვერდის განყოფილება „მუნიციპალიტეტი“ იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) ისტორიულ-გეოგრაფიული ექსკურსი; ბ) სიმბოლიკა (მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა); გ) ადმინისტრაციული ერთეულები; დ) ტურიზმი (ტურიზმის სახეობები, ისტორიული ძეგლები და ღირსშესანიშნაობები, ტურისტული მარშრუტები, კურორტები, სასტუმროები, რესტორნები და კაფეები); ე) კულტურა და სპორტი (თეატრები და კულტურის სახლები, მუზეუმები, ანსამბლები, სპორტული ობიექტები, კულტურული და სპორტული ღონისძიებები); ვ) განათლება (ზოგადსაგანმანათლებლო, სახელოვნებო და სპორტული სკოლები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები); ზ) ჯანდაცვა (საავადმყოფოები, ამბულატორიები და პოლიკლინიკები, სასწრაფო დახმარების სადგურები, აფთიაქები); თ) მეგობარი ქალაქები (ინფორმაცია ვანთან დაძმობილებული ქალაქების შესახებ). 2. ვებგვერდის განყოფილება „საკრებულო“ იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებად: ა) საკრებულო რეგლამენტი; ბ) თავმჯდომარე (ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები, საკონტაქტო ინფორმაცია); გ) მოადგილე (ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები, საკონტაქტო ინფორმაცია); დ) საკრებულოს წევრები (სახელი, გვარი, თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია); ე) საკრებულოს ბიურო (შემადგენლობა, სამუშაო გეგმები, ბიუროს სხდომის ოქმები); ვ) საკრებულოს კომისიები (კომისიის დებულება და შემადგენლობა, კომისიის თავმჯდომარის ფოტოსურათი და ბიოგრაფიული მონაცემები); ზ) საკრებულოს ფრაქციები (ფრაქციის დასახელება და შემადგენლობა, ფრაქციის თავმჯდომარის ფოტოსურათი და ბიოგრაფიული მონაცემები); თ) აპარატი (აპარატის დებულება, აპარატის უფროსი (ფოტოსურათი და ბიოგრაფიული მონაცემები) აპარატის პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით); 3. ვებგვერდის განყოფილება „გამგეობა“ იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებად: ა) გამგეობის დებულება; ბ) გამგებელი (ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები, საკონტაქტო ინფორმაცია); გ) პირველი მოადგილე (ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები, საკონტაქტო ინფორმაცია); დ) მოადგილეები (ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები, საკონტაქტო ინფორმაცია); ე) თანაშემწეები (ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები, საკონტაქტო ინფორმაცია); ვ) სამსახურები (სამსახურის დებულება, სამსახურის უფროსის ფოტოსურათი და ბიოგრაფიული მონაცემები, სამსახურის პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით); ზ) გამგებლის წარმომადგენლები (სახელი, გვარი, ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია); თ) იურიდიული პირები (დასახელება, დებულება და სტრუქტურა, ხელმძღვანელი პირის ფოტოსურათი და ბიოგრაფიული მონაცემები). 4. ვებგვერდის განყოფილება „საჯარო ინფორმაცია“ იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებად: ა) ნორმატიული ბაზა (საკრებულოს დადგენილებები, განკარგულებები, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები); ბ) ბიუჯეტი; გ) მუნიციპალური პროგრამები; დ) სხდომების ოქმები; ე) ანგარიშები; ვ) ვაკანსიები და კონკურსები; ზ) სხვა საჯარო ინფორმაცია; ი) პასუხისმგებელი პირი (მიეთითება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ის სახელი, გვარი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია). 5. ვებგვერდის განყოფილება „საზოგადოება“ იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებად: ა) NGO სექტორი; ბ) მასმედია; გ) ბიზნესი. 6. ვებგვერდის განყოფილება „სხვა ინფორმაცია“ იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებად: ა) სიახლეები; ბ) განცხადებები; გ) გალერეა; დ) ანონსი; ე) კონტაქტი. 7. კონტაქტის ქვეგანყოფილებაში თავსდება მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ელფოსტის მისამართები, ტელეფონის ნომრები და სხვა საკონტაქტო მონაცემები. |
დოკუმენტის კომენტარები