„ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 ოქტომბრის №44 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 ოქტომბრის №44 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 84
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016312
84
06/03/2018
ვებგვერდი, 13/03/2018
010250020.35.121.016312
„ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 ოქტომბრის №44 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
ვანის მუნიციპალიტეტი
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №84
2018 წლის 6 მარტი

ქ. ვანი

 

„ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 ოქტომბრის №44 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,   ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ვანის  მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2015 წლის 1 ოქტომბრის №44 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 06.10.2015 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.121.016188) დანართში „ვანის  მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის  დებულება“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დანართის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური. ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე.“.

2. დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებებისა და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და მერისათვის;“.

3. დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის მიმართვა ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის განსათავსებლად სავალდებულოა შესასრულებლად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის.“.

4. დანართის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ ვანის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებების, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების და ინტერნეტრესურსების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურისთვის მიწოდებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განსათავსებლად.“.

5. დანართის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების შესაბამისად.“.

6. დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა

1. ვებგვერდის ძირითადი განყოფილებებია:

ა) მთავარი;

ბ) მუნიციპალიტეტი;

გ) საკრებულო;

დ) მერია;

ე) საჯარო ინფორმაცია;

ვ) საზოგადოება;

ზ) სხვა ინფორმაცია.“.

7. დანართის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ვებგვერდის განყოფილება „მერია“ იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:

ა) მერიის დებულება;

ბ) მერი (ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები, საკონტაქტო ინფორმაცია);

გ) პირველი მოადგილე (ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები, საკონტაქტო ინფორმაცია);

დ) მერის მოადგილე (ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები, საკონტაქტო ინფორმაცია);

ე) მერის თანაშემწე გენდერული თანასწორობის საკითხებში (ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები, საკონტაქტო ინფორმაცია);

ვ) მერის თანაშემწე (ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები, საკონტაქტო ინფორმაცია);

ზ) მერიის სამსახურები (სამსახურის დებულება, სამსახურის უფროსის ფოტოსურათი და ბიოგრაფიული მონაცემები, სამსახურის პერსონალური შემადგენლობა თანამდებობებისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით);

თ) მერიის წარმომადგენლები (სახელი, გვარი, ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია);

ი) კერძო სამართლის იურიდიული პირები (დასახელება, დებულება და სტრუქტურა, ხელმძღვანელი პირის ფოტოსურათი და ბიოგრაფიული მონაცემები).“.

8. დანართის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ვებგვერდის განყოფილება „საჯარო ინფორმაცია“ იყოფა შემდეგ განყოფილებებად:

ა) ნორმატიული ბაზა (საკრებულოს დადგენილებები, განკარგულებები, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის ბრძანებები);

ბ) ბიუჯეტი;

გ) სახელმწიფო შესყიდვები;

დ) მუნიციპალური პროგრამები;

ე) სხდომების ოქმები;

ვ) ანგარიშები;

ზ) ვაკანსიები;

თ) აუქციონი – ტენდერი;

ი) სხვა საჯარო ინფორმაცია;

კ) პასუხისმგებელი პირი (საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ის სახელი, გვარი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია).“.

9. დანართის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ვებგვერდის განყოფილება „საზოგადოება“ იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:

ა) გენდერული თანასწორობის საბჭო (შემადგენლობა, დებულება და სხდომების ოქმები);

ბ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო (შემადგენლობა, დებულება და სხდომების ოქმები);

გ) არასამთავრობო სექტორი;

დ) მასმედია;

ე) ბიზნესი.“.

10. დანართის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კონტაქტის ქვეგანყოფილებაში განთავსდება მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ელექტრონული ფოსტის მისამართები, ტელეფონის ნომრები და სხვა საკონტაქტო მონაცემები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი