მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის შესახებ

  • Word
მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1480
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 210.020.110.05.001.000.381
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1480
26/06/1998
პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998
210.020.110.05.001.000.381
მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (09/12/2001 - 18/05/2002)

საქართველოს კანონი

მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

ეს კანონი ადგენს „მიგრანტთა ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული მიგრანტთა ინსპექტირებისას გადასახდევინებელი მოსაკრებლის ოდენობასა და გადახდევინების წესს.

    მუხლი 2. მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის ცნება

მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებელი არის ინსპექტირების საფასური და სავალდებულო ფულადი შესატანი სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელსაც იხდიან საქართველოში შემომსვლელი და საქართველოდან გამსვლელი პირები.

    მუხლი 3. მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის გადამხდელები

მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის გადამხდელები არიან „მიგრანტთა ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირები.

    მუხლი 4. მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის ოდენობა

მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებელი შეადგენს:

ა) უცხოელთათვის – 10 ლარს;

ბ) უვიზო და ტრანზიტული მიგრანტ უცხოელთათვის – 8 ლარს;

გ) საქართველოს მოქალაქისათვის და საქართველოში მუდმივად მცხოვრებთათვის, აგრეთვე საქართველოს მოსაზღვრე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყაზახის, ტაუზის, კახის, ზაქათალას, ბელაქანის და სომხეთის რესპუბლიკის ყოფილი ამასიის, აშოვკის, ტაშირის, ალავერდის, ნოემბრიანის რაიონების მცხოვრებთათვის, რომლებიც საქმიანობისათვის დროებით შემოდიან ნინოწმინდის, დმანისის, მარნეულის, გარდაბნის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის და ლაგოდეხის რაიონებში – 5 ლარს.

 საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1760 – სსმI, №1(8), 14.01.1999წ., მუხ.8

    მუხლი 5. მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლისაგან განთავისუფლება

ინსპექტირების მოსაკრებლისაგან თავისუფლდებიან:

ა) საქართველოს საპატიო მოქალაქეები;

ბ) უცხოეთის დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობათა მეთაურები და თანამშრომლები, აგრეთვე ის პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად სარგებლობენ პრივილეგიებითა და იმუნიტეტით;

გ) საერთაშორისო ავიახაზის მგზავრები – ტრანზიტული მიგრანტები, რომელთაც უფლება არა აქვთ დატოვონ აეროპორტში გამოყოფილი ტერიტორია;

დ) საერთაშორისო სარეისო სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟები.

    მუხლი 6. მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის გადახდის წესი

1. მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებელი შედის საქართველოში მიგრანტთა შემოსვლის ან გასვლის სატრანსპორტო ბილეთის ფასში და ჩაირიცხება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში შესაბამისი სატრანსპორტო ორგანიზაციების მიერ.

2. მიგრანტი, რომელიც საქართველოში შემოდის ან გადის საერთო სარგებლობის ტრანსპორტის გარეშე, მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებელს გადაიხდის შესაბამის საბაჟო ორგანოში საბაჟო კონტროლის განხორციელების დროს.

    მუხლი 7. გარდამავალი დებულება

ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ საქართველოს ფინანსთა და ტრანსპორტის სამინისტროებთან შეთანხმებით მოამზადოს და გამოსცეს ინსტრუქცია "მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის გადახდევინების შესახებ“.

    მუხლი 8. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 1999 წლის 8 სექტემბრის კანონი №2369 – სსმI, №42(49), 17.09.1999წ., მუხ.210

საქართველოს 2000 წლის 12 დეკემბრის კანონი №681 – სსმI, №50, 27.12.2000წ., მუხ.143

საქართველოს 2001 წლის 12 სექტემბრის კანონი №1055 – სსმI, №26, 01.10.2001წ., მუხ.109

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 26 ივნისი.

1480IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1760 – სსმI, №1(8), 14.01.1999წ., მუხ.8

2. საქართველოს 1999 წლის 8 სექტემბრის კანონი №2369 – სსმI, №42(49), 17.09.1999წ., მუხ.210

3. საქართველოს 2000 წლის 12 დეკემბრის კანონი №681 – სსმI, №50, 27.12.2000წ., მუხ.143

4. საქართველოს 2001 წლის 12 სექტემბრის კანონი №1055 – სსმI, №26, 01.10.2001წ., მუხ.109