„მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1451
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/05/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 16, 05/06/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 210.020.110.05.001.001.076
  • Word
1451
18/05/2002
სსმ, 16, 05/06/2002
210.020.110.05.001.001.076
„მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2, მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის ცნება

მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებელი არის ინსპექტირების საფასური და სავალდებულო ფულადი შენატანი სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელსაც იხდიან საქართველოდან საჰაერო ტრანსპორტით გამსვლელი პირები.

    მუხლი 3. მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის გადამხდელები

მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის გადამხდელები არიან „მიგრანტთა ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული საჰაერო სამგზავრო ტრანსპორტის მგზავრები, გარდა საქართველოს მოქალაქეებისა.

    მუხლი 4. მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის ოდენობა

მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებელი ვიზიან, უვიზო და 24 საათზე მეტი ხნით საქართველოში მყოფ ტრანზიტულ მიგრანტთათვის, ასევე საქართველოში მცხოვრებ უცხოელთათვის შეადგენს 10 ლარს.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საერთაშორისო საჰაერო სარეისო სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟები;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) ტრანზიტული მიგრანტები, რომელთა საქართველოში ყოფნის ვადა არ აღემატება 24 საათს;

ვ) საქართველოს გარეთ შეძენილი, უკან დასაბრუნებელი საჰაერო სატრანსპორტო ბილეთის მქონე მიგრანტები.“.

3. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის გადახდის წესი

1. საჰაერო ხომალდის სამგზავრო მოცულობების სარეალიზაციო სააგენტოები, აგრეთვე საქართველოში მოქმედი უცხო ავიაგადამზიდველის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ საჰაერო ტრანსპორტის სამგზავრო ბილეთების რეალიზაციას, ვალდებულნი არიან უცხოელ მიგრანტთა მიერ ბილეთის შეძენისას, დამატებით გადაახდევინონ მათ მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებელი.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებელი დადგენილ ვადებში ჩარიცხონ საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში ხაზინის სპეციალურ ანგარიშზე.

3. მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლით დაგროვილი თანხები მოხმარდეს სასაზღვრო-საიმიგრაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

4. მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის ცენტრალურ ბიუჯეტში ჩარიცხვის კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

    მუხლი 7. გარდამავალი დებულება

საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის უცხოელ მგზავრთა ინსპექტირების მოსაკრებლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება ამ კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანის შემდეგ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 18 მაისი.

№1451–რს