მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის შესახებ

  • Word
მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1480
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 210.020.110.05.001.000.381
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1480
26/06/1998
პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998
210.020.110.05.001.000.381
მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

ეს კანონი ადგენს „მიგრანტთა ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული მიგრანტთა ინსპექტირებისას გადასახდევინებელი მოსაკრებლის ოდენობასა და გადახდევინების წესს.

    მუხლი 2. მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის ცნება

მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებელი არის ინსპექტირების საფასური და სავალდებულო ფულადი შენატანი სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელსაც იხდიან საქართველოდან საჰაერო ტრანსპორტით გამსვლელი პირები.

საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი №1451 – სსმI, №16, 05.06.2002წ., მუხ.67

    მუხლი 3. მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის გადამხდელები

მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის გადამხდელები არიან „მიგრანტთა ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული საჰაერო სამგზავრო ტრანსპორტის მგზავრები, გარდა საქართველოს მოქალაქეებისა.

საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი №1451 – სსმI, №16, 05.06.2002წ., მუხ.67

    მუხლი 4. მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის ოდენობა

მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებელი ვიზიან, უვიზო და 24 საათზე მეტი ხნით საქართველოში მყოფ ტრანზიტულ მიგრანტთათვის, ასევე საქართველოში მცხოვრებ უცხოელთათვის შეადგენს 10 ლარს.

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1760 – სსმI, №1(8), 14.01.1999წ., მუხ.8

საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი №1451 – სსმI, №16, 05.06.2002წ., მუხ.67

    მუხლი 5. მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლისაგან განთავისუფლება

ინსპექტირების მოსაკრებლისაგან თავისუფლდებიან:

ა) საქართველოს საპატიო მოქალაქეები;

ბ) უცხოეთის დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობათა მეთაურები და თანამშრომლები, აგრეთვე ის პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად სარგებლობენ პრივილეგიებითა და იმუნიტეტით;

გ) საერთაშორისო ავიახაზის მგზავრები – ტრანზიტული მიგრანტები, რომელთაც უფლება არა აქვთ დატოვონ აეროპორტში გამოყოფილი ტერიტორია;

დ) საერთაშორისო საჰაერო სარეისო სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟები;

ე) ტრანზიტული მიგრანტები, რომელთა საქართველოში ყოფნის ვადა არ აღემატება 24 საათს;

ვ) საქართველოს გარეთ შეძენილი, უკან დასაბრუნებელი საჰაერო სატრანსპორტო ბილეთის მქონე მიგრანტები.

საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი №1451 – სსმI, №16, 05.06.2002წ., მუხ.67

    მუხლი 6. მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის გადახდის წესი

1. საჰაერო ხომალდის სამგზავრო მოცულობების სარეალიზაციო სააგენტოები, აგრეთვე საქართველოში მოქმედი უცხო ავიაგადამზიდველის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ საჰაერო ტრანსპორტის სამგზავრო ბილეთების რეალიზაციას, ვალდებულნი არიან უცხოელ მიგრანტთა მიერ ბილეთის შეძენისას, დამატებით გადაახდევინონ მათ მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებელი.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებელი დადგენილ ვადებში ჩარიცხონ საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში ხაზინის სპეციალურ ანგარიშზე.

3. მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლით დაგროვილი თანხები მოხმარდეს სასაზღვრო-საიმიგრაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

4. მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის ცენტრალურ ბიუჯეტში ჩარიცხვის კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი №1451 – სსმI, №16, 05.06.2002წ., მუხ.67

    მუხლი 7. გარდამავალი დებულება

საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის უცხოელ მგზავრთა ინსპექტირების მოსაკრებლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება ამ კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანის შემდეგ.

საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი №1451 – სსმI, №16, 05.06.2002წ., მუხ.67

    მუხლი 8. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 1999 წლის 8 სექტემბრის კანონი №2369 – სსმI, №42(49), 17.09.1999წ., მუხ.210

საქართველოს 2000 წლის 12 დეკემბრის კანონი №681 – სსმI, №50, 27.12.2000წ., მუხ.143

საქართველოს 2001 წლის 12 სექტემბრის კანონი №1055 – სსმI, №26, 01.10.2001წ., მუხ.109

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 26 ივნისი.

1480IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1760 – სსმI, №1(8), 14.01.1999წ., მუხ.8

2. საქართველოს 1999 წლის 8 სექტემბრის კანონი №2369 – სსმI, №42(49), 17.09.1999წ., მუხ.210

3. საქართველოს 2000 წლის 12 დეკემბრის კანონი №681 – სსმI, №50, 27.12.2000წ., მუხ.143

4. საქართველოს 2001 წლის 12 სექტემბრის კანონი №1055 – სსმI, №26, 01.10.2001წ., მუხ.109

5. საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი №1451 – სსმI, №16, 05.06.2002წ., მუხ.67

6. ძალადაკარგულია – საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2535– სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.16 (2006 წლის 1 ივნისიდან)