საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ

  • Word
საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1103
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/11/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 46, 03/12/1997
სარეგისტრაციო კოდი 040.030.050.05.001.000.301
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1103
14/11/1997
პარლამენტის უწყებანი, 46, 03/12/1997
040.030.050.05.001.000.301
საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (03/12/1997 - 25/07/2006)

საქართველოს ორგანული კანონი

საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ

    მუხლი 1.

ეს კანონი განსაზღვრავს კავშირის, ფონდის, პროფესიული კავშირისა და სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის საფუძვლებსა და წესს.

    მუხლი 2.

საზოგადოებრივი გაერთიანების საქმიანობის შეჩერება ან მისი აკრძალვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 3.

1. სასამართლოს შეუძლია 3 თვემდე ვადით შეაჩეროს იმ საზოგადოებრივი გაერთიანების საქმიანობა, რომელიც არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე.

2. სასამართლოს მიერ საზოგადოებრივი გაერთიანების საქმიანობის შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ საზოგადოებრივი გაერთიანება კვლავ აგრძელებს საქმიანობას.

    მუხლი 4.

სასამართლოს შეუძლია აკრძალოს საზოგადოებრივი გაერთიანება, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება, ან სასამართლოს მიერ მისი საქმიანობის შეჩერების შემდეგ განაახლებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ საქმიანობას.

    მუხლი 5.

სასამართლოს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი გაერთიანების შეჩერების ან აკრძალვის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 6.

საზოგადოებრივი გაერთიანების აკრძალვის შემდეგ დარჩენილი ქონება ნაწილდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 7.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 14 ნოემბერი.

№1103–Iს