დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1103 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/11/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 46, 03/12/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.030.050.05.001.000.301 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ
ეს კანონი განსაზღვრავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, პროფესიული კავშირისა და სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის საფუძვლებსა და წესს.
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის ორგანული კანონი, №3973-სსმI, №48, 22.12.2006წ., მუხ.340
საზოგადოებრივი გაერთიანების საქმიანობის შეჩერება ან მისი აკრძალვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1. სასამართლოს შეუძლია 3 თვემდე ვადით შეაჩეროს იმ საზოგადოებრივი გაერთიანების საქმიანობა, რომელიც არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე.
2. სასამართლოს მიერ საზოგადოებრივი გაერთიანების საქმიანობის შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ საზოგადოებრივი გაერთიანება კვლავ აგრძელებს საქმიანობას.
სასამართლოს შეუძლია აკრძალოს საზოგადოებრივი გაერთიანება, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება, ან სასამართლოს მიერ მისი საქმიანობის შეჩერების შემდეგ განაახლებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ საქმიანობას.
საზოგადოებრივი გაერთიანებისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ან მისი ლიკვიდაცია შეიძლება საზოგადოებრივი გაერთიანების მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის ორგანული კანონი, №3537-სსმI, №37, 07.08.2006წ.
სასამართლოს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი გაერთიანების შეჩერების ან აკრძალვის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საზოგადოებრივი გაერთიანების აკრძალვის შემდეგ დარჩენილი ქონება ნაწილდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1997 წლის 14 ნოემბერი.
№1103–Iს
დოკუმენტის კომენტარები