საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესახებ

  • Word
საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 178
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 20/02/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 29/02/1996
სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.05.002.000.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
178
20/02/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 29/02/1996
300.380.000.05.002.000.
საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/02/1996 - 26/10/2004)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №178

1996 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესახებ

საქართველოს ტერიტოიაზე კასპიის ზღვის, ამიერკავკასიის, ყაზახეთის, შუა აზიის რესპუბლიკების, აგრეთვე სხვა ტერიტორიებიდან ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისათვის საჭირო ხელშემწყობი პირობების შექმნის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 11 ნოემბრის №477 ბრძანებულების თანახმად:

1. ჩამოყალიბდეს საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია სააქციო საზოგადოების ფორმით, რომლის ყველა საწყისი აქცია გადაეცემა სახელმწიფოს.

2. საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებულს გ. ჭანტურიას, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელს საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში, დაეკისროს სააქციო საზოგადოება „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციების მართვა გასხვისების უფლების გარეშე.

3. სააქციო საზოგადოება „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის“ საწესდებო კაპიტალში გათვალისწინებულ იქნეს ქვემოთ ჩამოთვლილი სახელმწიფო ქონების ფლობის, სარგებლობის, მართვის, ექსპლუატაციის, რეკონსტრუქციის უფლება, მათ შორის, ყველა სხვა უფლება, რომლებიც საჭიროა მისთვის, როგორც „მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის ხელშეკრულების“ ხელმომწერი მხარისათვის, აგრეთვე უფლება – მიიღოს ამ ქონებიდან წარმოქმნილი ყველა სახის შემოსავალი. აღნიშნული უფლებები გადაეცეს საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას არანაკლებ „მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ” ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადისა ამ ხელშეკრულების შესაძლო პროლონგაციის გათვალისწინებით ან ოცდაათი წლით;

ა) სამგორ-ბათუმის არსებული მილსადენის, რომლის გარე დიამეტრია 530 მმ;

ბ) ყველა მოწყობილობის, რომელიც დაკავშირებულია ნავთობის მიღებასთან, შენახვასთან, გაზომვასთან, შემოწმებასთან, გადაგზავნასთან, კონტროლთან, გადატუმბვასთან, წნევის დაწევასთან და ყველა სხვა საშუალებისა და მოწყობილობის, რომლებიც ფუნქციონალურად დაკავშირებულია აღნიშნულ მილსადენთან;

გ) მიწის, რომელიც ხმარდება მილსადენის მშენებლობასა და ექსპლუატაციას, მათ შორის, ნებისმიერი მიწის ნაკვეთის მილსადენის მთელი სიგრძის გასწვრივ, აგრეთვე სხვა ტერიტორიის, რომლის გამოყენება საჭიროა ხსენებული ქონების ფლობის, სარგებლობის, მართვის, ექსპლუატაციისა და რეკონსტრუქციის უფლების განხორციელებისათვის.

4. სააქციო საზოგადოება „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციამ“ წარმოადგინოს საქართველოს მხარე (საქართველოს მაგისტრალური ნავთობსადენების საწარმოო გაერთიანების ნაცვლად) „მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ” ხელშეკრულებაში, რომელიც დაიდება თანახმად 1995 წლის 31 აგვისტოს ხელმოწერილი ოქმისა საქართველოს მთავრობას, აზერბაიჯანის მთავრობის, საქართველოს მაგისტრალური ნავთობსადენების საწარმოო გაერთიანებას, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კომპანიასა და აზერბაიჯანის საერთაშორისო საოპერაციო კომპანიას შორის.

5. ნავთობისა და გაზის მრეწველობის განვითარების, ამ დარგში სახელმწიფოს სტრატეგიული პოლიტიკის გატარების უზრუნველყოფის, უცხოეთის კომპანიებთან ღია თანამშრომლობისა და მათი ინვესტიციების მოზიდვის, საჭირო ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით დაევალოთ სათანადო ორგანოებს ხელი შეუწყონ საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის საქმიანობას, რათა იგი გარდაიქმნას საჯაროდ ანგარიშვალდებულ, ღია ტიპის სააქციო საზოგადოებად.

სააქციო საზოგადოება „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის“ ყოველწლიური საფინანსო შემოწმება მოხდეს დამოუკიდებელი აუდიტორის მეშვეობით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შედეგების საჯარო გამოქვეყნებით, მეწარმეთა შესახებ კანონის საფუძველზე.

6. გაუქმდეს ნებისმიერი სხვა მხარისათვის საქართველოს მთავრობის მიერ ადრე მინიჭებული ყველა უფლება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ ბრძანებულებას.

ე. შევარდნაძე