,,ნავთობისა და გაზის სფეროში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებისა და „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 20 თებერვლის №178 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 168
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 31/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49, 01/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.08.002.004.766
  • Word
168
31/03/2008
სსმ, 49, 01/04/2008
300.380.000.08.002.004.766
,,ნავთობისა და გაზის სფეროში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებისა და „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 20 თებერვლის №178 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №168

2008 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

ნავთობისა და გაზის სფეროში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებისა და „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 20 თებერვლის №178 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 62-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 11 ნოემბრის №477 ბრძანებულება;

ბ) „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 20 თებერვლის №178 ბრძანებულების პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტები;

გ) „მაგისტრალური ნავთობსადენებისა და გაზსადენების უსაფრთხოების დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 ივნისის №373 ბრძანებულება;

დ) „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის რეალიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 17 ოქტომბრის №455 ბრძანებულება;

ე) „საქართველოს ტერიტორიაზე კასპიის აუზის ნავთობისა და გაზის ერთიან ენერგეტიკულ დერეფანში ტრანსპორტირების პროექტების განხორციელების, მათი კოორდინაციისა და ამ პროექტებში შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ საქართველოს სახელმწიფოს უფლებამოსილ წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 24 აპრილის №151 ბრძანებულება;

ვ) „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)“ პროექტის განვითარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 11 მარტის №103 ბრძანებულება;

ზ) „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენისა“ და „ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის“ პროექტების კოორდინაციისა და მათი განხორციელების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 7 დეკემბრის №492 ბრძანებულება;

თ) „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენისა“ და „ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის“ პროექტების მშენებლობისა და ოპერირების მონიტორინგის საკოორდინაციო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 17 სექტემბრის №449 ბრძანებულება.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი