დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/08/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/02/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.143.016347 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
38
12/08/2015
ვებგვერდი, 18/08/2015
190040000.35.143.016347
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/08/2015 - 02/11/2015)
|
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის, აგრეთვე ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
1.
განესაზღვროს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებისათვის (ზღვრული ოდენობა) თვეში 397 (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარის ოდენობით:
ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის - 100 (ასი) ლარი; ბ) საკრებულოს კომისიებში მონაწილეობის მისაღებად -100 (ასი) ლარი; გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან თვის განმავლობაში არანაკლებ სამი შეხვედრისათვის - 197 (ასოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარი; |
2.
თუ საკრებულოს წევრი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან არ შეასრულებს ერთ-ერთს, (საკრებულოს ან საკრებულოს კომისიის მიერ ჩატარებული სხდომებიდან არ დაესწრება მინიმუმ ერთ სხდომას ან/და არ შეხვდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებს თვის განმავლობაში არანაკლებ სამჯერ), არ მიეცეს ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხის შესაბამისი ოდენობა.
|
| მუხლი 2 |
1.
საკრებულოს თითოეული წევრისთვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ამ დადგენილების პირველი მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“-,,გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე. |
2.
ამ დადგენილების პირველი მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. |
3.
საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველი მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა), როგორც წესი, ყოველი თვის 20 რიცხვში (თუ შესაბამისი თვის 20 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ მოხსენებით ბარათს და მოქალაქეებთან შეხვედრის დამადასტურებელ ოქმს, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს არანაკლებ ორი მოქალაქის ხელმოწერით და ასახული უნდა იქნეს შეხვედრის ჩატარების დრო, ადგილი და თემატიკა. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №78 დადგენილება (www.matsne.gov.ge 26/12/2014, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.143.016307). |
| მუხლი 4 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და ვრცელდება 2015 წლის 4 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
2.
03/02/2022 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
7 -
ვებგვერდი, 04/02/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას
1.
02/11/2015 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
55 -
ვებგვერდი, 06/11/2015
დოკუმენტის ცვლილებები
2
მიღების თარიღი : 03/02/2022
გამოქ. თარიღი : 04/02/2022
დოკუმენტის ნომერი : 7
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
1
მიღების თარიღი : 02/11/2015
გამოქ. თარიღი : 06/11/2015
დოკუმენტის ნომერი : 55
„მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს №38 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები