„მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს №38 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/11/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 04/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.143.016364
55
02/11/2015
ვებგვერდი, 06/11/2015
190040000.35.143.016364
„მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს №38 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №55

2015 წლის 2 ნოემბერი

ხაშური

„მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს №38 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს №38 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. ს/კ 190040000.35.143.016347, 18.08.2015 წ.) შეტანილი იქნეს ცვლილებები:

1. დამტკიცებული დადგენილების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებული იქნეს.

2. დადგენილებით დამტკიცებული მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველი მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა), როგორც წესი, ყოველი თვის 20 რიცხვში (თუ შესაბამისი თვის 20 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ მოხსენებით ბარათს, რომელშიც ასახული უნდა იქნეს შეხვედრების ჩატარების დრო, ადგილი და თემატიკა. 

მუხლი 2
 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე