ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/02/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 08/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.143.016627
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
7
03/02/2022
ვებგვერდი, 04/02/2022
190040000.35.143.016627
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/02/2022 - 07/04/2022)

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2022 წლის 3 თებერვალი

ხაშური

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. განესაზღვროს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებისათვის (ზღვრული ოდენობა) თვეში 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით:

ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის – 100 (ასი) ლარი;

ბ) საკრებულოს კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად – 100 (ასი) ლარი;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან/და შესაბამის მაჟორიტარულ ოლქში მცხოვრებ მოქალაქეებთან შესაბამის პერიოდში არანაკლებ 2 (ორი) შეხვედრისათვის- 200(ორასი) ლარი;

დ) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 1171  მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკით გათვალისწინებული, თვეში მინიმუმ ერთხელ ამომრჩეველების/მოქალაქეების მიღების დღის მოწყობის ორგანიზებისათვის – 200 (ორასი) ლარი.

მუხლი 2
1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ამ დადგენილების პირველი მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ - „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ, მერიის შესაბამის სამსახურში ყოველი თვის 20 რიცხვში ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე (თუ შესაბამისი თვის 20 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს-მომდევნო სამუშაო დღეს)

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ყოველი თვის 20 რიცხვამდე ახორციელებს  საკრებულოს აპარატი.

3. საკრებულოს თითოეული წევრისთვის, ამ დადგენილების პირველი მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით  გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა), როგორც წესი ყოველი თვის 20 რიცხვამდე საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ როგორც ამომრჩევლების მიღების მოწყობის დამადასტურებელი ოქმს, ასევე მოხსენებით ბარათს, რომელშიც ასახული უნდა იქნეს  მოქალაქეებთან შეხვედრების ჩატარების დრო, ადგილი და თემატიკა.

4. თუ საკრებულოს წევრი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან არ შეასრულებს ერთ-ერთს (საკრებულოს ან საკრებულოს კომისიის მიერ ჩატარებული სხდომებიდან არ დაესწრება მინიმუმ ერთ სხდომას, არ შეხვდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან/და შესაბამის მაჟორიტარულ ოლქში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაბამის პერიოდში არანაკლებ ორჯერ, არ მოაწყობს გრაფიკის მიხედვით ამომრჩევლების მიღებას), არ აუნაზღაურდება ამ დადგენილებით გათვალისწინებული თანხის შესაბამისი ოდენობა.

მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს №38 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 18/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 19004000.35.143.016347).
მუხლი 4
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და ვრცელდება 2022 წლის 21 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ლიპარტელიანი