დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20-80 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.35.101.016192 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/08/2015 - 17/09/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-2 პუქნტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
1.
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართის შესაბამისად.
|
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსი |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსს მოეთხოვება:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ა.ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; ა.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ა.დ) საქართველოს კანონი ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“; ა.ე) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“; ა.ვ) საქართველოს კანონი ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“; საქართველოს კანონი ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“; ა.ზ) საქართველოს კანონი ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“; ა.თ) საქართველოს კანონი ,,არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“; ა.ი) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი; ა.კ) საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“; ა.ლ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“; ა.მ) ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილება ,,ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“; ა.ნ) საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულება ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე’’; ა.ო) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20–105 დადგენილება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“; ა.პ) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს N261 დადგენილება ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“; ა.ჟ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ”; ა.რ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №16-36 დადგენილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ, სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას, სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ“; ბ) საგანმანათლებლო ხარისხი: სავალდებულო – მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული; გ) პროფესია: სავალდებულო – არქიტექტორი; დ) სამუშაო გამოცდილება: სავალდებულო - არანაკლებ 8 (რვა) წლის სამუშაო გამოცდილება. მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი და არქიტექტორად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ე) ენების ცოდნა: ენა წერითი უნარები მეტყველება დ.ა) ქართული (სავალდებულო) ძალიან კარგი ძალიან კარგი დ.ბ) ინგლისური (სავალდებულო) ძალიან კარგი ძალიან კარგი დ.გ) რუსული (სასურველი) ძალიან კარგი ძალიან კარგი
ვ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: სავალდებულო – Microsoft Office Word – (ძალიან კარგი); Microsoft Office Excel – (ძალიან კარგი); Windows 7 – (ძალიან კარგი); 3D MAX; ArchiCAD; AutoCAD; ზ) დამატებითი მოთხოვნები: ანალიტიკური აზროვნების უნარი; ორგანიზებულობა და დავალებების პრიორიტეტებად დაგეგმვის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი; სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; არქიტექტურული პროექტის კითხვის უნარი; მოლაპარაკების წარმოების უნარი; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი; გადაწყვეტილების მიღების უნარი. |
მუხლი 2.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტოს უფროსი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტოს უფროსს მოეთხოვება:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ა.ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; ა.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ა.დ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (სანივთო სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი); ა.ე) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“; ა.ვ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი; „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“; ა.ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“; ბ) საგანმანათლებლო ხარისხი: სავალდებულო - მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული; გ) პროფესია: სავალდებულო - იურისტი ან სამართალმცოდნე; დ) სამუშაო გამოცდილება: სავალდებულო - არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამუშაო გამოცდილება. მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება. სასურველია გააჩნდეს სახელმწიფო ან/და მუნიციპალური ქონების მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება; ე) ენების ცოდნა: ენა წერითი უნარები მეტყველება ე.ა) ქართული (სავალდებულო) ძალიან კარგი ძალიან კარგი ე.ბ) ინგლისური (სასურველი) ძალიან კარგი ძალიან კარგი ე.გ) რუსული (სასურველი) ძალიან კარგი ძალიან კარგი ვ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: სავალდებულო - Microsoft Office Word – (ძალიან კარგი); Microsoft Office Excel– (ძალიან კარგი); Windows 7 – (ძალიან კარგი); ზ) დამატებითი მოთხოვნები: ანალიტიკური აზროვნების უნარი; ორგანიზებულობა და დავალებების პრიორიტეტებად დაგეგმვის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი; სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; მოლაპარაკების წარმოების უნარი; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი; გადაწყვეტილების მიღების უნარი. |
მუხლი 3.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნოლოგიური განვითარების ფონდის უფროსი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნოლოგიური განვითარების ფონდის უფროსს მოეთხოვება:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ა.ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; ა.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ა.დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“; ა.ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის N 14-26 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური განვითარების ფონდის წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“; ბ) საგანმანათლებლო ხარისხი: სავალდებულო - უმაღლესი განათლება; გ) სამუშაო გამოცდილება: სავალდებულო - არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამუშაო გამოცდილება. მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება. სასურველია გააჩნდეს საინფორმაციო ტექნოლოგიების, საგანმანათლებლო სფეროში ან ინოვაციური პროექტების დანერგვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; დ) ენების ცოდნა: ენა წერითი უნარები მეტყველება დ.ა) ქართული (სავალდებულო) ძალიან კარგი ძალიან კარგი დ.ბ) ინგლისური (სასურველი) ძალიან კარგი ძალიან კარგი დ.გ) რუსული (სასურველი) ძალიან კარგი ძალიან კარგი ე) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: სავალდებულო - Microsoft Office Word – (ძალიან კარგი); Microsoft Office Excel – (ძალიან კარგი); Windows 7 – (ძალიან კარგი); ვ) დამატებითი მოთხოვნები: ანალიტიკური აზროვნების უნარი; ორგანიზებულობა და დავალებების პრიორიტეტებად დაგეგმვის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი; სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; მოლაპარაკების წარმოების უნარი; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი; გადაწყვეტილების მიღების უნარი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები