„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 აგვისტოს N20-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 აგვისტოს N20-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4-14
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.35.101.016266
4-14
19/02/2016
ვებგვერდი, 23/02/2016
040030000.35.101.016266
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 აგვისტოს N20-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4-14

2016 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 აგვისტოს №20-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუქნტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 აგვისტოს  №20-80 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 05/08/2015, სარეგისტაციო კოდი: 040030000.35.101.016192) და დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირისასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორს მოეთხოვება:

ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ა.ბ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ;

ა.გ) საქართველოს კანონი  „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

ა.დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;

ა.ე) საქართველოს ორგანული კანონი  „საქართველოს შრომის კოდექსი“;

ა.ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-88 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის  წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“;

ა.ზ) საქართველოს კანონი ,,პაციენტის უფლებების შესახებ“.

 

ბ) საგანმანათლებლო ხარისხი: სავალდებულო – მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული;

გ) პროფესია/სპეციალობა: სავალდებულო (ერთ-ერთი მაინც) – საჯარო მმართველობა, სამართალმცოდნეობა, უმაღლესი სამედიცინო განათლება ან უმაღლესი განათლება ჯანდაცვის მენეჯმენტში;

დ) სამუშაო გამოცდილება: სავალდებულო - არანაკლებ 5 (ხუთი) წლის სამუშაო გამოცდილება. მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება. სასურველია  გააჩნდეს სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ე) ენების ცოდნა:

 ენა                                                                         წერითი უნარები                              მეტყველება

 

ე.ა) ქართული (სავალდებულო)                         ძალიან კარგი                                ძალიან კარგი

ე.ბ) ერთ-ერთი უცხო ენა (სავალდებულო)       ძალიან კარგი                               ძალიან კარგი

 

ვ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: სავალდებულო – Microsoft Office Word – (ძალიან კარგი);   Microsoft Office Excel – (ძალიან კარგი);

ზ) დამატებითი მოთხოვნები: ანალიტიკური აზროვნების უნარი; ორგანიზებულობა და დავალებების პრიორიტეტებად დაგეგმვის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა; მოწესრიგებულობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; გუნდის მართვისა და გუნდურად მუშაობის უნარი; სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; მოლაპარაკების წარმოების უნარი; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი; გადაწყვეტილების მიღების უნარი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი