„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის N20-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის N20-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23-96
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.35.101.016211
23-96
17/09/2015
ვებგვერდი, 21/09/2015
040030000.35.101.016211
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის N20-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23-96

2015 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის №20-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუქნტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის  №20-80 დადგენილებაში (ვებგვერდი, 05/08/2015, სარეგისტაციო კოდი: 040030000.35.101.016192) და დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი



„დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსს მოეთხოვება:

ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ა.ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

ა.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ა.დ) საქართველოს კანონი ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ";

ა.ე) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;

ა.ვ) საქართველოს კანონი ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“; საქართველოს კანონი ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“;

ა.ზ) საქართველოს კანონი ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“;

ა.თ) საქართველოს კანონი ,,არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“;

ა.ი) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი;

ა.კ) საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“;

ა.ლ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის 59 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“;

ა.მ) ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის 4-13 გადაწყვეტილება ,,ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების  წესების დამტკიცების შესახებ“;

ა.ნ) საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის 660 ბრძანებულება ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის  დამტკიცების თაობაზე’’;

ა.ო) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის 20-105 დადგენილება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“;

ა.პ) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს №261 დადგენილება ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“;

ა.ჟ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ”;

ა.რ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №16-36 დადგენილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ, სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას, სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) საგანმანათლებლო ხარისხი: სავალდებულო მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული;

გ) პროფესია/სპეციალობა: სავალდებულო (ერთ-ერთი მაინც) არქიტექტორი/არქიტეტურა, ურბანისტი/ურბანული დაგეგმარება, საჯარო მმართველობა, იურისტი ან სამართალმცოდნე;

დ)  სამუშაო გამოცდილება: სავალდებულო არანაკლებ 5 (ხუთი) წლის სამუშაო გამოცდილება. მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

ე) ენების ცოდნა:

ენა                                                             წერითი უნარები         მეტყველება

დ.ა) ქართული   (სავალდებულო)                      ძალიან კარგი              ძალიან კარგი

დ.ბ) ერთ-ერთი უცხო ენა (სავალდებულო)        ძალიან კარგი             ძალიან კარგი

ვ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: სავალდებულო Microsoft Office Word – (ძალიან კარგი); Microsoft Office Excel–  (ძალიან კარგი); Windows 7 – (ძალიან კარგი); 3D MAX; ArchiCAD; AutoCAD;

ზ) დამატებითი მოთხოვნები: ანალიტიკური აზროვნების უნარი; ორგანიზებულობა და დავალებების პრიორიტეტებად დაგეგმვის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი; სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; მოლაპარაკების წარმოების უნარი; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი; გადაწყვეტილების მიღების უნარი.“.


მუხლი 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტოს უფროსი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტოს უფროსს მოეთხოვება:

ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ა.ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

ა.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ა.დ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (სანივთო სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი);

ა.ე) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;

ა.ვ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“;

ა.ზ) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ა.თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“;

ბ) საგანმანათლებლო ხარისხი: სავალდებულო მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული;

გ) პროფესია/სპეციალობა: სავალდებულო (ერთ-ერთი მაინც) საჯარო მმართველობა, იურისტი ან სამართალმცოდნე;

დ)  სამუშაო გამოცდილება: სავალდებულო არანაკლებ 5 (ხუთი) წლის სამუშაო გამოცდილება. მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება. სასურველია  გააჩნდეს სახელმწიფო ან/და მუნიციპალური ქონების მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ე) ენების ცოდნა:

ენა                                               წერითი უნარები           მეტყველება

ე.ა) ქართული   (სავალდებულო)                    ძალიან კარგი                 ძალიან კარგი

ე.ბ) ერთ-ერთი უცხო ენა (სავალდებულო)     ძალიან კარგი                 ძალიან კარგი

ვ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: სავალდებულო Microsoft Office Word – (ძალიან კარგი); Microsoft Office Excel –  (ძალიან კარგი); Windows 7 – (ძალიან კარგი);

ზ) დამატებითი მოთხოვნები: ანალიტიკური აზროვნების უნარი; ორგანიზებულობა და დავალებების პრიორიტეტებად დაგეგმვის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი; სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; მოლაპარაკების წარმოების უნარი; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი; გადაწყვეტილების მიღების უნარი.


მუხლი 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  საჯარო სამართლის იურიდიული პირი  – ტექნოლოგიური განვითარების ფონდის უფროსი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  საჯარო სამართლის იურიდიული პირი  – ტექნოლოგიური განვითარების ფონდის უფროსს მოეთხოვება:

ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ა.ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

ა.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ა.დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;

ა.ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №14-26 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური განვითარების ფონდის წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“;

ბ) საგანმანათლებლო ხარისხი: სავალდებულო უმაღლესი განათლება;

გ) სამუშაო გამოცდილება: სავალდებულო არანაკლებ 5 (ხუთი) წლის სამუშაო გამოცდილება. მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება.  სასურველია  გააჩნდეს საინფორმაციო ტექნოლოგიების, საგანმანათლებლო სფეროში ან ინოვაციური პროექტების დანერგვის მიმართულებით  მუშაობის გამოცდილება;

დ) ენების ცოდნა:

ენა                                              წერითი უნარები      მეტყველება

დ.ა) ქართული   (სავალდებულო)                  ძალიან კარგი          ძალიან კარგი

დ.ბ) ერთ-ერთი უცხო ენა (სავალდებულო)  ძალიან კარგი           ძალიან კარგი

ე) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: სავალდებულო Microsoft Office Word – (ძალიან კარგი); Microsoft Office Excel –  (ძალიან კარგი); Windows 7 – (ძალიან კარგი);

ვ) დამატებითი მოთხოვნები: ანალიტიკური აზროვნების უნარი; ორგანიზებულობა და დავალებების პრიორიტეტებად დაგეგმვის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი; სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; მოლაპარაკების წარმოების უნარი; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი; გადაწყვეტილების მიღების უნარი.


მუხლი 4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორს მოეთხოვება:

ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ა.ბ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ;

ა.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ა.დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;

ა.ე) საქართველოს შრომის კოდექსი;

ა.ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-80 დადგენილება სსიპ ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ;

ა.ზ) საქართველოს კანონი ,,პაციენტის უფლებების შესახებ“.

ბ) საგანმანათლებლო ხარისხი: სავალდებულო მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული;

გ) პროფესია/სპეციალობა: სავალდებულო (ერთ-ერთი მაინც) საჯარო მმართველობა, უმაღლესი სამედიცინო განათლება ან უმაღლესი განათლება ჯანდაცვის მენეჯმენტში;

დ) სამუშაო გამოცდილება: სავალდებულო - არანაკლებ 5 (ხუთი) წლის სამუშაო გამოცდილება. მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება. სასურველია  გააჩნდეს სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ე) ენების ცოდნა:

                       ენა                                          წერითი მეტყველება      მეტყველება

ე.ა) ქართული (სავალდებულო)                  ძალიან კარგი                 ძალიან კარგი

ე.ბ) ერთ-ერთი უცხო ენა (სავალდებულო)  ძალიან კარგი                ძალიან კარგი

ვ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: სავალდებულო Microsoft Office Word – (ძალიან კარგი);   Microsoft Office Excel – (ძალიან კარგი);

ზ) დამატებითი მოთხოვნები: ანალიტიკური აზროვნების უნარი; ორგანიზებულობა და დავალებების პრიორიტეტებად დაგეგმვის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა; მოწესრიგებულობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; გუნდის მართვისა და გუნდურად მუშაობის უნარი; სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; მოლაპარაკების წარმოების უნარი; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი; გადაწყვეტილების მიღების უნარი.


მუხლი 5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორს მოეთხოვება:

ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ა.ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

ა.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ა.დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;

ა.ე) საქართველოს შრომის კოდექსი;

ა.ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-56 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნების და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“;

ა.ზ) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №7-28 დადგენილება;

ბ) საგანმანათლებლო ხარისხი: სავალდებულო უმაღლესი განათლება;

გ) პროფესია/სპეციალობა: სასურველი – საჯარო მმართველობა, იურისტი ან სამართალმცოდნე;

დ)  სამუშაო გამოცდილება: სავალდებულო არანაკლებ 5 (ხუთი) წლის სამუშაო გამოცდილება. მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება. სასურველია გააჩნდეს ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების ან/და საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ე) ენების ცოდნა:

ენა                                             წერითი უნარები     მეტყველება

ე.ა) ქართული   (სავალდებულო)                  ძალიან კარგი         ძალიან კარგი

ე.ბ) ერთ-ერთი უცხო ენა (სავალდებულო)   ძალიან კარგი        ძალიან კარგი

ვ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: სავალდებულო – Microsoft Office Word – (ძალიან კარგი); Microsoft Office Excel –  (ძალიან კარგი); Windows 7 – (ძალიან კარგი);

ზ) დამატებითი მოთხოვნები: ანალიტიკური აზროვნების უნარი; ორგანიზებულობა და დავალებების პრიორიტეტებად დაგეგმვის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი; სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; მოლაპარაკების წარმოების უნარი; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი; გადაწყვეტილების მიღების უნარი.“.