საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ზოგიერთი დანამატის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ზოგიერთი დანამატის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 86
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 10/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 100020030.22.038.016501
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
86
10/08/2015
ვებგვერდი, 12/08/2015
100020030.22.038.016501
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ზოგიერთი დანამატის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/08/2015 - 19/10/2015)

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №86

2015 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ზოგიერთი დანამატის განსაზღვრის შესახებ

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის, ამავე კანონის 39-ე მუხლის მე-9 – მე-10 პუნქტებისა და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
განისაზღვროს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს  მოსამსახურეთა დანამატის ოდენობა და გაცემის წესი №1 დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 2
განისაზღვროს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის დანამატის ოდენობა №2 დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 3
1. განისაზღვროს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეთა სასურსათო ულუფისათვის დანამატი №3 დანართის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დანამატი, პატიმრობის კოდექსის 1251 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებით, გაიცეს ყოველი კონკრეტული დაწესებულების დებულებისა და საშტატო რიცხოვნობის დამტკიცებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 1 სექტემბრისა.

მუხლი 4
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახი კახიშვილი



დანართი №1

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურეთა დანამატის ოდენობა და გაცემის წესი

 


მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურეთა (შემდგომში მოსამსახურე) დანამატების ოდენობას და დანამატის გაცემის წესს.

მუხლი 2

მოსამსახურეთა დანამატის ოდენობა განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით.

მუხლი 3

მოსამსახურეებს დანამატი მიეცემა ყოველ თვე, ნამუშევარი დღეების მიხედვით.

 



დანართი №2

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის  მოსამსახურეთა სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის დანამატის ოდენობა

 


სპეციალური წოდება

დანამატი

გენერალ-მაიორი

110

პოლკოვნიკი

70

ვიცე-პოლკოვნიკი

60

მაიორი

50

კაპიტანი

40

უფროსი ლეიტენანტი

30

ლეიტენანტი

25

უმცროსი ლეიტენანტი

20

ზემდეგი

7

უფროსი სერჟანტი

6

სერჟანტი

5

უმცროსი სერჟანტი

4

რიგითი

3

 



დანართი №3

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეთა სასურსათო ულუფისათვის დანამატი

 


მუხლი 1

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების  მოსამსახურეთა სასურსათო ულუფისათვის დანამატი განისაზღვროს 55 (ორმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.

მუხლი 2

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების  მოსამსახურეებს სასურსათო ულუფისათვის დანამატი მიეცემათ ყოველ თვე ნამუშევარი დღეების მიხედვით.