„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ზოგიერთი დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №86 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 162
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 24/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/11/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/12/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 100020030.22.038.016577
162
24/11/2015
ვებგვერდი, 25/11/2015
100020030.22.038.016577
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ზოგიერთი დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №86 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №162

2015 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ზოგიერთი დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №86 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,   ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ზოგიერთი დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №86 ბრძანებაში (სსმ, 100020030.22.038.016501, 12.08.2015 წ.,) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №4 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №4

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სხვა დანამატები

მუხლი 1

სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების სექტორის, სამინისტროს №2 და №8 პენიტენციური დაწესებულებების არასრულწლოვანთა საპატიმრო განყოფილებების სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების დანამატის ოდენობა განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით.

მუხლი 2

სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების სექტორის, სამინისტროს №2 და №8 პენიტენციური დაწესებულებების არასრულწლოვანთა საპატიმრო განყოფილებების სოციალურ მუშაკებსა და ფსიქოლოგებს დანამატი მიეცემა ყოველ თვე, ნამუშევარი  და ანაზღაურებადი შვებულების დღეების მიხედვით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 დეკემბრიდან.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი