„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ზოგიერთი დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს N86 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ზოგიერთი დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს N86 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 143
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 19/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/10/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 100020030.22.038.016558
143
19/10/2015
ვებგვერდი, 20/10/2015
100020030.22.038.016558
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ზოგიერთი დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს N86 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №143

2015 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ზოგიერთი დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №86 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,   ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ზოგიერთი დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №86 ბრძანებაში (სსმ, 100020030.22.038.016501, 12/08/2015) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

განისაზღვროს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოსა და პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურეთა  დანამატის ოდენობა და გაცემის წესი №1 დანართის შესაბამისად.“.

2. ბრძანებას მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31

განისაზღვროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სხვა დანამატები №4 დანართის შესაბამისად.“.

3. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოსა და პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურეთა დანამატის ოდენობა და გაცემის წესი“

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 1 

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოსა და პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურეთათვის (შემდგომში – მოსამსახურე) დანამატების ოდენობასა და გაცემის წესს.“;

გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

მოსამსახურეებს დანამატი მიეცემა ყოველ თვე, ნამუშევარი და ანაზღაურებადი შვებულების დღეების მიხედვით.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი



დანართი №4
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სხვა დანამატები

მუხლი 1

სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების სექტორის სოციალური მუშაკების დანამატის ოდენობა განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით.

მუხლი 2

სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების სექტორის სოციალურ მუშაკებს დანამატი მიეცემა ყოველ თვე, ნამუშევარი  და ანაზღაურებადი შვებულების დღეების მიხედვით.