დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 381 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/08/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/02/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.018767 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
381
30/07/2015
ვებგვერდი, 03/08/2015
280120000.10.003.018767
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/08/2015 - 29/10/2015)
|
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა ადგენს:
|
| მუხლი 1 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ –
სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ადმინისტრირებად „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების დახმარების მიზნით, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლია ან არ აღემატება 70 000-ს (სოციალურად დაუცველი ოჯახები), გაიცეს სუბსიდია მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით, ტარიფის ზრდის შესაბამისი პერიოდისა და ტარიფის ზრდის შედეგად გამოწვეული დამატებითი თანხის (1კვტ/სთ-ზე 3.95064 თეთრის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით) ოდენობის გათვალისწინებით.
|
| მუხლი 2 |
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ელექტროენერგიის სუბსიდირების მიზნით, თანხის გადარიცხვა ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტზე არ წარმოადგენს ხსენებული კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვას და შესაბამისად, საანგარიშგებო თვის ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება (სუბსიდირება) განხორციელდეს სააგენტოსა და ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
ამ დადგენილებით მოსარგებლე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემები ურთიერთშეთანხმებული ფორმატით მიეწოდება შესაბამის ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტს, რომელიც საკუთარი პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს სუბსიდიის ოდენობის გაანგარიშებას და ასანაზღაურებელი თანხის (სუბსიდიის ოდენობის) თაობაზე სააგენტოსათვის მოთხოვნის გაგზავნას. სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის თანახმად მიწოდებული მონაცემების (ასანაზღაურებელი თანხის) სისწორის შემოწმება ან რაიმე სახის კორექტირება. |
| მუხლი 4 |
ამ დადგენილების შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიის სუბსიდიით სარგებლობის წესი და პირობები დამატებით განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. |
| მუხლი 5 |
ამ დადგენილებით განსაზღვრული ელექტროენერგიის სუბსიდიის დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში. |
| მუხლი 6 |
დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება. |
| მუხლი 7 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
8.
03/02/2022 -
საქართველოს მთავრობის დადგენილება -
52 -
ვებგვერდი, 03/02/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას
7.
16/06/2021 -
საქართველოს მთავრობის დადგენილება -
289 -
ვებგვერდი, 17/06/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას
6.
25/02/2021 -
საქართველოს მთავრობის დადგენილება -
74 -
ვებგვერდი, 26/02/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას
5.
07/02/2019 -
საქართველოს მთავრობის დადგენილება -
30 -
ვებგვერდი, 08/02/2019
4.
16/08/2017 -
საქართველოს მთავრობის დადგენილება -
403 -
ვებგვერდი, 17/08/2017
3.
09/02/2017 -
საქართველოს მთავრობის დადგენილება -
71 -
ვებგვერდი, 10/02/2017
2.
11/02/2016 -
საქართველოს მთავრობის დადგენილება -
73 -
ვებგვერდი, 15/02/2016
1.
29/10/2015 -
საქართველოს მთავრობის დადგენილება -
555 -
ვებგვერდი, 30/10/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას
დოკუმენტის ცვლილებები
8
მიღების თარიღი : 03/02/2022
გამოქ. თარიღი : 03/02/2022
დოკუმენტის ნომერი : 52
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ
7
მიღების თარიღი : 16/06/2021
გამოქ. თარიღი : 17/06/2021
დოკუმენტის ნომერი : 289
„სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №381 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
6
მიღების თარიღი : 25/02/2021
გამოქ. თარიღი : 26/02/2021
დოკუმენტის ნომერი : 74
„სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №381 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
5
მიღების თარიღი : 07/02/2019
გამოქ. თარიღი : 08/02/2019
დოკუმენტის ნომერი : 30
„სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №381 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
4
მიღების თარიღი : 16/08/2017
გამოქ. თარიღი : 17/08/2017
დოკუმენტის ნომერი : 403
„სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №381 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
3
მიღების თარიღი : 09/02/2017
გამოქ. თარიღი : 10/02/2017
დოკუმენტის ნომერი : 71
„სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №381 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2
მიღების თარიღი : 11/02/2016
გამოქ. თარიღი : 15/02/2016
დოკუმენტის ნომერი : 73
„სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №381 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1
მიღების თარიღი : 29/10/2015
გამოქ. თარიღი : 30/10/2015
დოკუმენტის ნომერი : 555
„სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №381 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები