დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №381 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 403 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/02/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.020112 |
|
„სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №381 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №381 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 03/08/2015; 280120000.10.003.018767) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ადმინისტრირებად „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა), რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლია ან არ აღემატება 70 000-ს (სოციალურად დაუცველი ოჯახები), დახმარების მიზნით, გაიცეს სუბსიდია მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით (1კვტ/სთ-ზე 3.95064 თეთრის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით).“. 2. დადგენილების მუხლი 11 ამოღებულ იქნეს. 3. დადგენილების მუხლი 12 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული სუბსიდია არ ვრცელდება იმ აბონენტებზე, რომლებიც სარგებლობენ „აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 აგვისტოს №418 დადგენილებით გათვალისწინებული შეღავათით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები