„სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №381 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №381 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 73
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 03/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.019137
73
11/02/2016
ვებგვერდი, 15/02/2016
280120000.10.003.019137
„სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №381 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №73

2016 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №381 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“   საქართველოს  მთავრობის  2015  წლის   30  ივლისის №381 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 03/08/2015; 280120000.10.003.018767) შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

მუხლი 11. სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების (ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის − სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ საყოფაცხოვრებო აბონენტების) დახმარების მიზნით, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლია ან არ აღემატება 70 000-ს (სოციალურად დაუცველი ოჯახები) და რომელთა მოხმარება (30 კალენდარულ დღეში) არ აღემატება 301 კვტ/სთ-ს, 2016 წლის 1 მარტიდან ყოველთვიურად (30 კალენდარულ დღეში) გაიცეს სუბსიდია 1 კვტ/სთ-ზე 3.95064 თეთრის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი