დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირების და ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 352 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010140010.10.003.018737 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/07/2015 - 15/09/2015)
|
მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირების და ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის №59 დადგენილების შესაბამისად და „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 იანვრის №59 განკარგულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს „მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირების და ადმინისტრირების წესი“ თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირების
და ადმინისტრირების წესი |
| მუხლი 1 |
ეს წესი განსაზღვრავს მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირებისათვის საჭირო მონაცემების მიწოდების, დამუშავების, სისტემის ადმინისტრირებისათვის უფლებამოსილ და მონაცემთა წარდგენისათვის ვალდებულ ორგანოებს. |
| მუხლი 2 |
მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემა უზრუნველყოფს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შესახებ არსებული მონაცემების დამუშავებას და სტატისტიკური მონაცემების ანალიზს მიგრაციის ტენდენციების დასადგენად. |
| მუხლი 3 |
მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის შექმნას და ადმინისტრირებას, სისტემისათვის მონაცემთა დამუშავებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო). |
| მუხლი 4 |
სააგენტოს ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს წარუდგენენ:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური; ვ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; თ) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. |
| მუხლი 5 |
კონკრეტული ინფორმაციის მიწოდების წესი და მოცულობა განისაზღვრება სააგენტოსა და ამ წესის მე-4 მუხლში მითითებულ ორგანოებს შორის დადებული მემორანდუმების საფუძველზე. |
| მუხლი 6 |
სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს ამ წესის მე-2 მუხლში მითითებული ინფორმაციის დაცვა და მის საფუძველზე წარმოებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები