„მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირების და ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 ივლისის №352 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირების და ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 ივლისის №352 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 010140010.10.003.021053
38
08/02/2019
ვებგვერდი, 12/02/2019
010140010.10.003.021053
„მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირების და ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 ივლისის №352 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №38

2019 წლის 8 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

 

„მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირების და ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 ივლისის №352 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირების და ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 ივლისის №352 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/07/2015, 010140010.10.003.018737) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს სააგენტოს წარუდგენენ:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური;

ვ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;

ზ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;

თ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე