„მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირების და ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 ივლისის №352 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირების და ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 ივლისის №352 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 492
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 010140010.10.003.019558
492
03/11/2016
ვებგვერდი, 04/11/2016
010140010.10.003.019558
„მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირების და ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 ივლისის №352 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №492

2016 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირების და ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 ივლისის №352 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირების და ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 ივლისის №352 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/07/2015, 010140010.10.003.018737) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 4

1. ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს სააგენტოს წარუდგენენ:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;

ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური;

ვ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ზ) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი;

თ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;

ი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;

კ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

2. მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემა მოიცავს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ორგანოების მიერ სააგენტოსთვის  წარდგენილ, ასევე სააგენტოს ხელთ არსებულ ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი