საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 325
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 340090000.10.003.018710
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
325
07/07/2015
ვებგვერდი, 09/07/2015
340090000.10.003.018710
საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/07/2015 - 01/06/2018)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №325

2015 წლის 7 ივლისი

   ქ.თბილისი

 

საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე:

1დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმების და მათი გაცემის  წესი“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-208 ბრძანება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმების და მათი გაცემის წესი

მუხლი 1. ამ წესის მოთხოვნები სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) უფლებამოსილი პირებისთვის.

 

მუხლი 2

1. საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველის, ცხოველური პროდუქტების  გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ ვეტერინარული მოწმობების: ფორმა   №1-ისა და ფორმა №2-ის თანხლებით, რომლებსაც გასცემენ  სააგენტოს უფლებამოსილი პირები. ვეტერინარულ მოწმობაზე მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს გამცემი ვეტერინარი სპეციალისტის ხელმოწერა და ბეჭდის ანაბეჭდი, რომლითაც მოწმდება ვეტერინარული მოწმობა.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველის, ცხოველური პროდუქტების ვეტერინარული მოწმობების: ფორმა №1-ისა და ფორმა №2-ის გარეშე გადაადგილება დასაშვებია:

ა)  თუ  ტვირთი იმპორტირებულია − ტვირთის დანიშნულების ადგილამდე;

ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული პროდუქტების − თუ მათი წარმოება, გადამუშავება ან დისტრიბუცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის მიერ.

3. ვეტერინარული მოწმობა − ფორმა №1 იბეჭდება ცენტრალიზებულად, სტამბური წესით, დანომრილია, დატანილია წითელი ფერის ორნამენტები, რომლებიც ქმნის საერთო წითელ ფონს, ივსება ქართულ ენაზე და გაიცემა: ყველა სახის შინაურ ცხოველზე, მათ შორის, ფრინველზე, ბეწვიან ცხოველზე, ლაბორატორიულ, ზოოპარკისა და ზღვის ცხოველებზე, ფუტკარზე, ცოცხალ თევზსა და სხვა ჰიდრობიონტებზე, ცხოველის ემბრიონსა და სპერმაზე, განაყოფიერებულ ქვირითზე, საინკუბაციო კვერცხზე.

4. ვეტერინარული  მოწმობა − ფორმა №2 იბეჭდება ცენტრალიზებულად, სტამბური წესით, დანომრილია, მასზე დატანილია ცისფერი ორნამენტები ბადის სახით, რომლებიც ქმნის საერთო ცისფერ ფონს, ივსება ქართულ ენაზე და გაიცემა:

ა) ხორცზე (ტანხორცი, ნახევარტანხორცი, მეოთხედი ან მეექვსედი ტანხორცი), სუბპროდუქტებზე, შპიკზე, ნედლ და გადამდნარ ცხიმზე, გამშრალ და დაკონსერვებულ სისხლზე, ცხოველურ პროდუქტებზე (ტყავი, ტყავნედლეული, მატყლი, ბეწვი, ფრთა-ბუმბული, ენდოკრინული ნედლეული და   ნაწლავის ნედლეული, სისხლი, ძვალი, რქა-ჩლიქი, ჯაგარი, ანავარცხნი, ტყავის ჩამონაჭერი, ტექნიკური ალბუმინი, ნაღველი, ნედლეული ბიოწარმოებისთვის, ნანადირევი ტროფეები), ცხოველის საკვებზე;

ბ)  ნედლ რძეზე, თევზზე (ახალი, გაგრილებული, გაყინული, დამარილებული, შებოლილი, გამოყვანილი), სასურსათო კვერცხზე, მეფუტკრეობის პროდუქტებზე.

5. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ვეტერინარული მოწმობები: ფორმა №1 და ფორმა №2 იბეჭდება სააგენტოს დაკვეთით და გაიცემა სააგენტოს უფლებამოსილ პირებზე  საბუღალტრო აღრიცხვით. ისინი ივსება ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მოწმობის მიმღებს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება გამცემ პირთან. შევსებული მეორე პირი სამი წლის განმავლობაში ინახება სააგენტოში.

6. სხვადასხვა მელნით, სხვადასხვა  ხელით, შესწორებებით, გაურკვევლად, უბეჭდოდ, ხელმოუწერლად, თანამდებობის სრული დასახელების გარეშე შევსებული ვეტერინარული მოწმობები ითვლება არასრულყოფილად და ანულირდება.

7. კონტროლს ვეტერინარული მოწმობების: ფორმა №1-ისა და ფორმა №2-ის აღრიცხვასა და სწორად გაცემაზე აწესებს  სააგენტო.

 

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სსიპსურსათის ეროვნული სააგენტო

 

 

______________________________                              _____      ____________  201    წ.

სტრუქტურული (ტერიტორიული) ერთეული                                       (რიცხვი)          (თვე)

 

___________________________

მუნიციპალიტეტი, ქალაქი

ვეტერინარული მოწმობა №

ფორმა № 1

 

მიეცა _________________________________________________________________

   (სახელი, გვარი/ დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი)

 

მასზედ,   რომ __________________________________________________________

                                                   (ცხოველის/ფრინველის/თევზის/ფუტკრის/სახე)

 

რაოდენობით ___________________________      ვეტერინარული შემოწმებისა              (სული, ფრთა, კგ, სკა, სიტყვიერადაც)

 

გადამდები დაავადებებით ავადმყოფი და საეჭვო არ არის  და გამოდის

_______________________________________________________________________

                                          (ადგილი/დასახლებული პუნქტი)  

 

რომელიც კეთილსაიმედოა ცხოველთა გადამდები დაავადებების მიმართ.

 

ცხოველებს ჩატარებული აქვთ: __________________________________________

_______________________________________________________________________

             (გამოკვლევები, აცრები ან სხვა დამუშავებები, ჩატარების თარიღი) 

 

ცხოველები იგზავნებიან  ________________________________________________

                                                  (ადგილი, მიმღების დასახელება და მისამართი) 

 

ცხოველის საიდენტიფიკაციო № _________________________________________

                                                  (10 სულზე მეტის  არსებობისას კეთდება დანართი)

 

ტრანსპორტის სახეობა, ნომერი, მოძრაობის მარშრუტი _____________________

_______________________________________________________________________

 

განსაკუთრებული აღნიშვნები ___________________________________________

_______________________________________________________________________

 

(დაავადებებზე დადებითად მორეაგირე, აცრილი/დამუშავებული ცხოველების მიმართ სპეციალური მითითებები)

 

უფლებამოსილი პირი               _______________________          ____________________

          (ვეტერინარი)                   (სახელი, გვარი)                        (ხელმოწერა)    

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                        ბ.ა

ვეტერინარული მოწმობის მიმღები ________________         __________________

                                                               (გვარი, სახელი)                  (ხელმოწერა)

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სსიპსურსათის ეროვნული სააგენტო

 

______________________________                              _____   _____________   201    წ.

სტრუქტურული (ტერიტორიული) ერთეული                                     (რიცხვი)           (თვე)

 

___________________________

მუნიციპალიტეტი, ქალაქი

ვეტერინარული მოწმობა №

ფორმა №2

 

მიეცა _________________________________________________________________

      (სახელი,გვარი/დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი)

 

მასზედ, რომ _________________________________ რაოდენობა ______________

                                 (ცხოველური პროდუქტის სახე)                                      (სიტყვიერადაც)

        

_______________________________________________________________________

ახალი გაცივებული, გაყინული, გამომშრალი, სველად დამარილებული, მატყლი − გარეცხილი, გაურეცხავი და ა.შ.  შეფუთვის სახე (შეფუთული, შეუფუთავი) გამოდის __________________________________________________

(ადგილი, ბიზნესოპერატორის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი,  მისამართი)

 

რომელიც კეთილსაიმედოა ცხოველთა გადამდები დაავადების მიმართ, ღორის ხორცი გამოკვლეულია (არა) ტრიქინელოზზე: ცხენებს დაკვლის წინ ჩაუტარდათ (არა) მალეინიზაცია: ცხოველური წარმოების არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი (არა) ციმბირულ წყლულზე; დეზინფიცირებულია (არა) ( ხაზი გაესვას)

ცხოველური პროდუქტი მიემართება _____________________________________

                                                      (ადგილი, მიმღების დასახელება და მისამართი)

_______________________________________________________________________

                  (ტრანსპორტის სახეობა, ნომერი, მოძრაობის მარშრუტი)

განსაკუთრებული აღნიშვნები ___________________________________________

_______________________________________________________________________

 

(შეზღუდვებით გამოსაყენებელი ცხოველური პროდუქტის მიმართ სპეციალური მითითებები)

 

 

უფლებამოსილი პირი   ____________________________       __________________

     (ვეტერინარი)                              (სახელი, გვარი)                      (ხელმოწერა)

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                               ბ.ა

ვეტერინარული მოწმობის მიმღები _________________________      ___________

                                                                       (გვარი, სახელი)                     (ხელმოწერა)