დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 325 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 07/07/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/07/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 340090000.10.003.018710 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (09/07/2015 - 01/06/2018)
|
მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე:
1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმების და მათი გაცემის წესი“. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-208 ბრძანება. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმების და მათი გაცემის წესი
|
მუხლი 1. ამ წესის მოთხოვნები სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) უფლებამოსილი პირებისთვის.
მუხლი 2 1. საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველის, ცხოველური პროდუქტების გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ ვეტერინარული მოწმობების: ფორმა №1-ისა და ფორმა №2-ის თანხლებით, რომლებსაც გასცემენ სააგენტოს უფლებამოსილი პირები. ვეტერინარულ მოწმობაზე მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს გამცემი ვეტერინარი სპეციალისტის ხელმოწერა და ბეჭდის ანაბეჭდი, რომლითაც მოწმდება ვეტერინარული მოწმობა. 2. საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველის, ცხოველური პროდუქტების ვეტერინარული მოწმობების: ფორმა №1-ისა და ფორმა №2-ის გარეშე გადაადგილება დასაშვებია: ა) თუ ტვირთი იმპორტირებულია − ტვირთის დანიშნულების ადგილამდე; ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული პროდუქტების − თუ მათი წარმოება, გადამუშავება ან დისტრიბუცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის მიერ. 3. ვეტერინარული მოწმობა − ფორმა №1 იბეჭდება ცენტრალიზებულად, სტამბური წესით, დანომრილია, დატანილია წითელი ფერის ორნამენტები, რომლებიც ქმნის საერთო წითელ ფონს, ივსება ქართულ ენაზე და გაიცემა: ყველა სახის შინაურ ცხოველზე, მათ შორის, ფრინველზე, ბეწვიან ცხოველზე, ლაბორატორიულ, ზოოპარკისა და ზღვის ცხოველებზე, ფუტკარზე, ცოცხალ თევზსა და სხვა ჰიდრობიონტებზე, ცხოველის ემბრიონსა და სპერმაზე, განაყოფიერებულ ქვირითზე, საინკუბაციო კვერცხზე. 4. ვეტერინარული მოწმობა − ფორმა №2 იბეჭდება ცენტრალიზებულად, სტამბური წესით, დანომრილია, მასზე დატანილია ცისფერი ორნამენტები ბადის სახით, რომლებიც ქმნის საერთო ცისფერ ფონს, ივსება ქართულ ენაზე და გაიცემა: ა) ხორცზე (ტანხორცი, ნახევარტანხორცი, მეოთხედი ან მეექვსედი ტანხორცი), სუბპროდუქტებზე, შპიკზე, ნედლ და გადამდნარ ცხიმზე, გამშრალ და დაკონსერვებულ სისხლზე, ცხოველურ პროდუქტებზე (ტყავი, ტყავნედლეული, მატყლი, ბეწვი, ფრთა-ბუმბული, ენდოკრინული ნედლეული და ნაწლავის ნედლეული, სისხლი, ძვალი, რქა-ჩლიქი, ჯაგარი, ანავარცხნი, ტყავის ჩამონაჭერი, ტექნიკური ალბუმინი, ნაღველი, ნედლეული ბიოწარმოებისთვის, ნანადირევი ტროფეები), ცხოველის საკვებზე; ბ) ნედლ რძეზე, თევზზე (ახალი, გაგრილებული, გაყინული, დამარილებული, შებოლილი, გამოყვანილი), სასურსათო კვერცხზე, მეფუტკრეობის პროდუქტებზე. 5. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ვეტერინარული მოწმობები: ფორმა №1 და ფორმა №2 იბეჭდება სააგენტოს დაკვეთით და გაიცემა სააგენტოს უფლებამოსილ პირებზე საბუღალტრო აღრიცხვით. ისინი ივსება ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მოწმობის მიმღებს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება გამცემ პირთან. შევსებული მეორე პირი სამი წლის განმავლობაში ინახება სააგენტოში. 6. სხვადასხვა მელნით, სხვადასხვა ხელით, შესწორებებით, გაურკვევლად, უბეჭდოდ, ხელმოუწერლად, თანამდებობის სრული დასახელების გარეშე შევსებული ვეტერინარული მოწმობები ითვლება არასრულყოფილად და ანულირდება. 7. კონტროლს ვეტერინარული მოწმობების: ფორმა №1-ისა და ფორმა №2-ის აღრიცხვასა და სწორად გაცემაზე აწესებს სააგენტო.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო
______________________________ _____ ____________ 201 წ. სტრუქტურული (ტერიტორიული) ერთეული (რიცხვი) (თვე)
___________________________ მუნიციპალიტეტი, ქალაქი ვეტერინარული მოწმობა № ფორმა № 1
მიეცა _________________________________________________________________ (სახელი, გვარი/ დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი)
მასზედ, რომ __________________________________________________________ (ცხოველის/ფრინველის/თევზის/ფუტკრის/სახე)
რაოდენობით ___________________________ ვეტერინარული შემოწმებისა (სული, ფრთა, კგ, სკა, სიტყვიერადაც)
გადამდები დაავადებებით ავადმყოფი და საეჭვო არ არის და გამოდის _______________________________________________________________________ (ადგილი/დასახლებული პუნქტი)
რომელიც კეთილსაიმედოა ცხოველთა გადამდები დაავადებების მიმართ.
ცხოველებს ჩატარებული აქვთ: __________________________________________ _______________________________________________________________________ (გამოკვლევები, აცრები ან სხვა დამუშავებები, ჩატარების თარიღი)
ცხოველები იგზავნებიან ________________________________________________ (ადგილი, მიმღების დასახელება და მისამართი)
ცხოველის საიდენტიფიკაციო № _________________________________________ (10 სულზე მეტის არსებობისას კეთდება დანართი)
ტრანსპორტის სახეობა, ნომერი, მოძრაობის მარშრუტი _____________________ _______________________________________________________________________
განსაკუთრებული აღნიშვნები ___________________________________________ _______________________________________________________________________
(დაავადებებზე დადებითად მორეაგირე, აცრილი/დამუშავებული ცხოველების მიმართ სპეციალური მითითებები)
უფლებამოსილი პირი _______________________ ____________________ (ვეტერინარი) (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) ბ.ა ვეტერინარული მოწმობის მიმღები ________________ __________________ (გვარი, სახელი) (ხელმოწერა)
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო
______________________________ _____ _____________ 201 წ. სტრუქტურული (ტერიტორიული) ერთეული (რიცხვი) (თვე)
___________________________ მუნიციპალიტეტი, ქალაქი ვეტერინარული მოწმობა № ფორმა №2
მიეცა _________________________________________________________________ (სახელი,გვარი/დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი)
მასზედ, რომ _________________________________ რაოდენობა ______________ (ცხოველური პროდუქტის სახე) (სიტყვიერადაც)
_______________________________________________________________________ ახალი გაცივებული, გაყინული, გამომშრალი, სველად დამარილებული, მატყლი − გარეცხილი, გაურეცხავი და ა.შ. შეფუთვის სახე (შეფუთული, შეუფუთავი) გამოდის __________________________________________________ (ადგილი, ბიზნესოპერატორის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი, მისამართი)
რომელიც კეთილსაიმედოა ცხოველთა გადამდები დაავადების მიმართ, ღორის ხორცი გამოკვლეულია (არა) ტრიქინელოზზე: ცხენებს დაკვლის წინ ჩაუტარდათ (არა) მალეინიზაცია: ცხოველური წარმოების არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი (არა) ციმბირულ წყლულზე; დეზინფიცირებულია (არა) ( ხაზი გაესვას) ცხოველური პროდუქტი მიემართება _____________________________________ (ადგილი, მიმღების დასახელება და მისამართი) _______________________________________________________________________ (ტრანსპორტის სახეობა, ნომერი, მოძრაობის მარშრუტი) განსაკუთრებული აღნიშვნები ___________________________________________ _______________________________________________________________________
(შეზღუდვებით გამოსაყენებელი ცხოველური პროდუქტის მიმართ სპეციალური მითითებები)
უფლებამოსილი პირი ____________________________ __________________ (ვეტერინარი) (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) ბ.ა ვეტერინარული მოწმობის მიმღები _________________________ ___________ (გვარი, სახელი) (ხელმოწერა)
|
დოკუმენტის კომენტარები