იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა

იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა
დოკუმენტის ნომერი 255
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 010120000.10.003.018640
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
255
05/06/2015
ვებგვერდი, 08/06/2015
010120000.10.003.018640
იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/06/2015 - 24/01/2017)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №255

2015 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

 

იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა

მუხლი 1
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-10 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“.
მუხლი 2
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №522 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი




იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა

 

1

ავსტრალიის თანამეგობრობა

2

ავსტრიის რესპუბლიკა

3

აზერბაიჯანის რესპუბლიკა

4

ალბანეთის რესპუბლიკა

5

ამერიკის შეერთებული შტატები

6

ანდორის სამთავრო

7

ანტიგუა და ბარბუდა

8

არაბთა გაერთიანებული საამიროები

9

არგენტინის რესპუბლიკა

10

ახალი ზელანდია

11

ბარბადოსი

12

ბაჰრეინის სამეფო

13

ბაჰამის თანამეგობრობა

14

ბელარუსის რესპუბლიკა

15

ბელგიის სამეფო

16

ბელიზი

17

ბოსნია და ჰერცეგოვინა

18

ბოტსვანის რესპუბლიკა

19

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა

20

ბრუნეი-დარუსალამი

21

ბულგარეთის რესპუბლიკა

22

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

23

დანიის სამეფო

24

დანიის სამეფოს ტერიტორიები – ფარერის კუნძულები და გრენლანდია

25

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო

26

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიები – ბერმუდის კუნძულები, კაიმანის კუნძულები, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, ფოლკლენდის კუნძულები, ტერკსის და კაიკოსის კუნძულები, გიბრალტარი

27

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დამოკიდებული ტერიტორიები – ჯერზი, გერნზი, კუნძული მენი

28

დომინიკის რესპუბლიკა

29

ელ-სალვადორი

30

ეკვადორის რესპუბლიკა

31

ესპანეთის სამეფო

32

ესტონეთის რესპუბლიკა

33

თურქეთის რესპუბლიკა

34

თურქმენეთი

35

იაპონია

36

ირლანდიის რესპუბლიკა

37

ისლანდია

38

ისრაელის სახელმწიფო

39

იტალიის რესპუბლიკა

40

კანადა

41

კატარის სახელმწიფო

42

კვიპროსის რესპუბლიკა

43

კოლუმბიის რესპუბლიკა

44

კორეის რესპუბლიკა

45

კოსტა-რიკის რესპუბლიკა

46

ლატვიის რესპუბლიკა

47

ლიტვის რესპუბლიკა

48

ლიბანის რესპუბლიკა

49

ლიხტენშტაინის სამთავრო

50

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო

51

მავრიკის რესპუბლიკა

52

მალაიზია

53

მალტის რესპუბლიკა

54

მექსიკის შეერთებული შტატები

55

მონაკოს სამთავრო

56

მოლდოვის რესპუბლიკა

57

მონტენეგრო

58

ნიდერლანდების სამეფო

59

ნიდერლანდის სამეფოს ტერიტორიები – არუბის და ნიდერლანდის ანტილის კუნძულები

60

ნორვეგიის სამეფო

61

ომანის სასულთნო

62

პანამის რესპუბლიკა

63

პოლონეთის რესპუბლიკა

64

პორტუგალიის რესპუბლიკა

65

რუმინეთი

66

რუსეთის ფედერაცია

67

საბერძნეთის რესპუბლიკა

68

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

69

სან-მარინოს რესპუბლიკა

70

საუდის არაბეთის სამეფო

71

საფრანგეთის რესპუბლიკა

72

საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიები – საფრანგეთის პოლინეზია და ახალი კალედონია

73

სეიშელის კუნძულები

74

სენტ-ვისენტი და გრენადინები

75

სერბეთის რესპუბლიკა

76

სინგაპურის რესპუბლიკა

77

სლოვაკეთის რესპუბლიკა

78

სლოვენიის რესპუბლიკა

79

სომხეთის რესპუბლიკა

80

ტაილანდის სამეფო

81

ტაჯიკეთის რესპუბლიკა

82

უზბეკეთის რესპუბლიკა

83

უკრაინა

84

უნგრეთი

85

ფინეთის რესპუბლიკა

86

ქუვეითის სახელმწიფო

87

ყირგიზეთის რესპუბლიკა

88

ყაზახეთის რესპუბლიკა

89

შვედეთის სამეფო

90

შვეიცარიის კონფედერაცია

91

ჩეხეთის რესპუბლიკა

92

წმინდა საყდარი

93

ხორვატიის რესპუბლიკა

94

ჰონდურასის რესპუბლიკა

 

შენიშვნები:

1. დანართში მითითებული ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის  ვადით  ყოფნის უფლება.

2. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის მოწმობის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი.

3. საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის - ლესე-პასეს (Laissez-Passer) მფლობელ უცხოელებს.

4. უცხოელს (რომელიც საჭიროებს ვიზას), განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება შესაძლებელია, მიეცეს ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ შემთხვევებში.