დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 98 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010120000.10.003.024989 |
|
„იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/06/2015, 010120000.10.003.018640) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის შენიშვნის:
1. 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები: „5. უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება. 6. უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ და იმყოფებოდნენ საქართველოში, ყოფნის უფლება გაუგრძელდეთ 2026 წლის 24 თებერვლამდე.“. |
| მუხლი 2 |
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შენიშვნის მე-6 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შენიშვნის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 24 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები