დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების, სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.152.016228 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/06/2015 - 08/09/2015)
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესი დანართი №1-ის შესაბამისად; |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
წინამდებარე წესი განსაზღვრავს თვითმმართველი თემის – დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების და სახლების ნუმერაციის წესს და პირობებს. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
1. ბინა მრავალბინიან სახლში – მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების ფართი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის კომერციული მიზნებისათვის.
2. დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია. 3. კანონიერი მოსარგებლე – ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი, და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით. 4. შენობა – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად, საძირკვლითაა დაკავშირებული, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით; 5. ინდექსი – რიცხვით ან ასოთი მაჩვენებელი, რომელიც ნუმერაციისას ციფრს ეწერება მარჯვენა ზედა კუთხეში; |
მუხლი 3.
ნუმერაციის მოთხოვნა |
1. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების და სახლების ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე.
2. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ახლდეს დაინტერესებული პირის მიერ აღნიშნული უძრავი ქონების საკუთრების უფლების ან კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. |
მუხლი 4.
უფლებამოსილი ორგანო |
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების და სახლების ნუმერაციის შესახებ გადაწყვეტილებას განკარგულების ფორმით იღებს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო. |
მუხლი 5.
ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, ნუმერაციის საფუძველი |
1. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) შენობის/შენობების ნუმერაციის არარსებობა; ბ) შენობის/შენობების გაყოფა ან/და შეერთება; გ) ახალი შენობის/შენობების აშენება; დ) არსებულ დოკუმენტებში შენობის/შენობებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა, ნომრების დუბლირება; ე) სხვა ხდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის/შენობების ნუმერაციის მოთხოვნა. |
მუხლი 6.
მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის საფუძველი |
1. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის არარსებობა; ბ) ბინის/ბინების გაყოფა ან/და შეერთება; გ) არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს/სადარბაზოებისთვის ან/და ბინის/ბინებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა, ნომრების დუბლირება; დ) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის მოთხოვნა. |
მუხლი 7.
ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების და სახლების ნუმერაცია |
1. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე - არაბულ ციფრზე ინდექსის დამატებით.
2. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით ან ციფრზე ინდექსის დამატებით. |
მუხლი 8.
გადაწყვეტილების მიღების წესი |
1. გეოგრაფიული ობიექტის ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე.
2. ნუმერაციის შესახებ ინიციატივა (განცხადება, მომართვა და ა.შ.) წარედგინება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. ინიციატივას უნდა ერთვოდეს: ა) ობიექტის აღწერა (ნახაზი, ორთოფოტო, საკადასტრო რუკა და სხვა); ბ) დაინტერესებული პირის საკუთრების ან კანონიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) სხვა დოკუმენტაცია, რომელის უშუალოდ არის დაკავშირებული და გამომდინარეობს მოთხოვნის შინაარსიდან; 3. საკითხის შემდგომი შესწავლის მიზნით, საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით ნუმერაციის შესახებ ინიციატივა გადაეცემა საკრებულოს ერთ-ერთ კომისიას; 4. ინიციატივის ასლი შესასწავლად ასევე გადაეგზავნება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას. გამგეობაში გადაგზავნის შემდგომ საკითხს გამგებლის დავალებით შეისწავლის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამზადებს დასკვნას ნუმერაციის მინიჭების/შესწორების შესახებ და წარუდგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს; 5. საკრებულოს კომისია, გამგეობის მიერ წარმოდგენილი დასკვნის გათვალისწინებით, ამზადებს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს შესაბამისი განკარგულების პროექტს. 6. საკრებულო მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე კანონით დადგენილი წესით აცნობებს დაინტერესებულ პირს და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას; |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები