„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების, სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივნისის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების, სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივნისის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.152.016250
4
05/02/2016
ვებგვერდი, 11/02/2016
010250000.35.152.016250
„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების, სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივნისის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №4

2016 წლის 5 თებერვალი

ქ. დუშეთი

 

„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების, სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივნისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების, სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივნისის №21 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 09/06/2015. 010250000.35.152.016228) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივნისის №21 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების, სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ”.

2.დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მუხლი 8 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. გადაწყვეტილების მიღების წესი

1. გეოგრაფიული ობიექტის ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე.

2. ნუმერაციის შესახებ ინიციატივა (განცხადება, მომართვა და ა.შ.) წარედგინება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას. ინიციატივას უნდა ერთოდეს:

ა) ობიექტის აღწერა (ნახაზი, ორთოფოტო, საკადასტრო რუკა და სხვა);

ბ) დაინტერესებული პირის საკუთრების ან კანონიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული და გამომდინარეობს მოთხოვნის შინაარსიდან.

3. განცხადებას საცხოვრებელი სახლების, სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ განიხილავს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო   ჯგუფი, რომელიც ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” დადგენილ ვადებში გამგებელს წარუდგენს წინადადებას ნუმერაციის თაობაზე.

4. გამგებელი, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).

 5. გამგეობა ვალდებულია, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სამართლებრივი აქტი (ბრძანება) დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით.".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ლაფანაშვილი