„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივნისის N21 დაგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივნისის N21 დაგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/12/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.152.016241
34
07/12/2015
ვებგვერდი, 10/12/2015
010250000.35.152.016241
„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივნისის N21 დაგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2015 წლის 7 დეკემბერი

ქ. დუშეთი

 

„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივნისის №21 დაგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 უხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივნისის №21 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 09/06/2015. 010250000.35.152.016228) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 ივნისის №21 დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების, სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ”.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მუხლი 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

წინამდებარე წესი განსაზღვრავს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  საცხოვრებელი სახლების, სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესს და პირობებს.“.

3. დანართი №1-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საცხოვრებელი სახლების, სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე.“.

4. დანართი №1-ის  მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. უფლებამოსილი ორგანო

დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  საცხოვრებელი სახლების, სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი  დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წინადადების საფუძველზე.“.

5. დანართი №1-ის  მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. დანართი №1-ის  მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. საცხოვრებელი სახლების, სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის საფუძველი

1.  საცხოვრებელი სახლების, სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:

ა)  საცხოვრებელი სახლის/სახლების, სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის არარსებობა;

ბ) საცხოვრებელი სახლის/სახლების და ბინის/ბინების გაყოფა ან/და შეერთება;

გ) არსებულ დოკუმენტებში საცხოვრებელი სახლის/სახლებისთვის, სადარბაზოს/სადარბაზოებისთვის ან/და ბინის/ბინებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა, ნომრების დუბლირება;

დ) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საცხოვრებელი სახლის/სახლების, სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის მოთხოვნა.“.

7. დანართი №1-ის  მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. საცხოვრებელი სახლების, სადარბაზოების და ბინების ნუმერაცია

1. საცხოვრებელი სახლების, სადარბაზოების და ბინების ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით ან ციფრზე ინდექსის დამატებით.“.

8. დანართი №1-ის მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.განცხადებას საცხოვრებელი სახლების, სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ განიხილავს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო   ჯგუფი, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში გამგებელს წარუდგენს წინადადებას ნუმერაციის თაობაზე.

4. გამგებელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ბრძანებას.“.

9. დანართი №1-ის მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გამგეობა ვალდებულია გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სამართლებრივი აქტი (ბრძანება) დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ლაფანაშვილი