საკონსულო დაწესებულებათა შესახებ

  • Word
საკონსულო დაწესებულებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 605
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 22/11/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 21-22, 22/11/1994
ძალის დაკარგვის თარიღი 22/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 480.060.000.05.001.000.091
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
605
22/11/1994
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 21-22, 22/11/1994
480.060.000.05.001.000.091
საკონსულო დაწესებულებათა შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

კარი 1

საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა ამოცანები და ორგანიზაცია

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

თავი 1

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

საქართველოს საკონსულო დაწესებულებები იცავენ საზღვარგარეთ საქართველოს, საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა უფლებებსა და ინტერესებს. საკონსულო დაწესებულებები ხელს უწყობენ საქართველოს მეგობრული ურთიერთობების განვითარებას სხვა სახელმწიფოებთან, ეკონომიკური, სავაჭრო, სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურული კავშირურთიერთობისა და ტურიზმის გაფართოებას.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 2

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: „კონსული“ ნიშნავს გენერალურ კონსულს, კონსულს, ვიცე-კონსულს ან საკონსულო აგენტს, რომელიც მეთაურობს საკონსულო დაწესებულებას;

„საკონსულო ოლქი“ ნიშნავს რაიონს, რომელიც საკონსულო დაწესებულებას გამოეყოფა საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად;

„საკონსულო დაწესებულების მეთაური“ ნიშნავს პირს, რომელსაც ევალება ამ დაწესებულების ხელმძღვანელობა;

„საკონსულო თანამდებობის პირი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, მათ შორის საკონსულო დაწესებულებების მეთაურს, რომელსაც ევალება საკონსულო ფუნქციების შესრულება; „საკონსულოს მოსამსახურე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ადმინისტრაციულ ან ტექნიკურ მოვალეობას ასრულებს საკონსულო დაწესებულებაში;

„საკონსულო მომსახურე პერსონალის მუშაკი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც საკონსულო სეპარტამენტს ემსახურება;

„საკონსულო მოსამსახურე პერსონალის მუშაკი“ ნიშნავს საკონსულო თანამდებობის პირს (საკონსულო დაწესებულების მეთაურის გარდა), აგრეთვე საკონსულოს მოსამსახურეს და მომსახურე პერსონალის მუშაკს;

„საკონსულოს კარ-მიდამო“ ნიშნავს მხოლოდ საკონსულო დაწესებულების მიზნებისათვის გამოყენებულ შენობებს ან შენობათა ნაწილებს და ამ შენობებისა თუ შენობათა ნაწილების გარშემო მიწის ნაკვეთს, ვის საკუთრებასაც უნდა შეადგენდეს იგი;

„საკონსულო არქივები“ ნიშნავს ყველა ქაღალდს, დოკუმენტს, კორესპონდენციას, წიგნს, ფილმს, ვიდეო- და აუდიოჩანაწერებს, დისკეტსა და საკონსულო დაწესებულების რეესტრებს შიფრებთან და კოდებთან, კარტოთეკებთან და შესაბამის საავეჯო საგნებთან ერთად, რომლებიც გათვალისწინებულია მათ შესანახად.

    მუხლი 3

საკონსულო დაწესებულებებია: გენერალური საკონსულო, საკონსულო, ვიცე-საკონსულო, საკონსულო სააგენტო და დიპლომატიური წარმომადგენლობის საკონსულო სამსახური.

    მუხლი 4

საკონსულო დაწესებულება თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელთა მონაწილეა საქართველო და ადგილსამყოფელი სახელმწიფო, და საერთაშორისო ჩვეულებებით.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 5

საკონსულო დაწესებულება ექვემდებარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მის საკონსულო სამსახურს.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 6

საქართველოს საკონსულო დაწესებულების მეთაურები იყოფიან ოთხ კლასად, სახელდობრ:

გენერალურ კონსულებად;

კონსულებად;

ვიცე-კონსულებად;

საკონსულო აგენტებად.

საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის საკონსულო სამსახურს ხელმძღვანელობს საკონსულო სამსახურის უფროსი, რომელიც თანამდებობით არის გენერალური კონსული ან კონსული.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 7

კონსული ასრულებს ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს. მას შეუძლია შეასრულოს სხვა ფუნქციებიც, რომლებიც აკრძალული არ არის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, ან რომელთა აღსრულების საწინააღმდეგო არაფერი აქვს ადგილსამყოფელ სახელმწიფოს, ან რომლებიც გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომლის მონაწილეც არიან საქართველო და ადგილსამყოფელი სახელმწიფო.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 8

იმ სახელმწიფოებში, სადაც არის საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და სადაც იგი არ არის წარმოდგენილი მესამე სახელმწიფოს წარმომადგენლობის მიერ, საკონსულო თანმდებობის პირს შეუძლია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით და მისი საკონსულო სტატუსის შეუცვლელად ჰქონდეს იმის რწმუნება, რომ განახორციელოს დიპლომატიური აქტები.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 9

საკლნსულო დაწესებულების ადგილსამყოფელი, მისი კლასი და საკონსულო ოლქი განისაზღვრება ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით.

    მუხლი 10

საკონსულო დაწესებულებას აქვს საქართველოს გერბიანი ბეჭედი საკონსულო დაწესებულების სახელწოდებით ქართულ და ინგლისურ ენებზე.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 11

საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო დროშა შეიძლება აღიმართოს და სახელმწიფო გერბი დამაგრდეს შენობაზე, რომელიც უკავია საკონსულო დაწესებულებას, მეთაურის რეზიდენციაზე და მისი მიმოსვლის საშუალებებზე, როდესაც ეს დაკავშირებულია მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

თავი II

საკონსულო დაწესებულების პერსონალი და კონსულის დანიშვნის წესი

    მუხლი 12

საკონსულო დაწესებულების შტატს ამტკიცებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საკონსულო დაწესებულების მეთაური და საკონსულო პერსონალის მუშაკები საგარეო საქმეთა სამინისტროს სამსახურში იმყოფებიან.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 13

გენერალურ კონსულს, კონსულს, ვიცე-კონსულს და საკონსულო აგენტს თანამდებობაზე ნიშნავს, გადააადგილებს ან თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საკონსულო პერსონალის მუშაკებს ნიშნავს, გადააადგილებს ან ათავისუფლებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის საკონსულო სამსახურთან შეთანხმებით.

საკონსულო თანამდებობის პირი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 14

კონსული თანამდებობაზე დანიშვნისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან იღებს წერილობით რწმუნებას – საკონსულო პატენტს.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 15

კონსული თავის მოვალეობათა შესრულებას შეუდგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით (ეგზეკვატურის) მიღების შემდეგ.

    მუხლი 16

ეგზეკვატურის გაცემამდე საკონსულო დაწესებულების მეთაური შეიძლება დროებით დაუშვან თავისი ფუნქციების შესასრულებლად.

თუ კონსულს რაიმე მიზეზით არ შეუძლია შეასრულოს თავისი ფუნქციები ან კონსულის თანამდებობა დროებით ვაკანტურია, მისი მოვალეობის შესრულება ეკისრება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არსებული საქართველოს სხვა საკონსულო დაწესებულების თანამდებობის პირს ან ამ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის დიპლომატიური პერსონალის ერთ-ერთ წევრს.

იქ, სადაც გენერალურ კონსულებთან და კონსულებთან ერთად ინიშნება ვიცე-კონსული, ეს უკანასკნელი ითვლება გენერალური კონსულის ან კონსულის მოადგილედ და დამოუკიდებელ დაწესებულებას არ ხელმძღვანელობს.

საკონსულოს მდივანი ხელმძღვანელობს საკონსულოს კანცელარიას და ცვლის კონსულს ავადმყოფობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

თავი III

საკონსულო ფუნქციების შესრულების წესი

მუხლი 17

კონსული ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციებს პირადად, ან ავალებს მის შესრულებას სხვა საკონსულო თანამდებობის პირს.

    მუხლი 18

კონსულს მესამე სახელმწიფოს სახელით საკონსულო ფუნქციების შესრულება შეუძლია მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული მითითებით და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 19

კონსულს მესამე სახელმწიფოში საკონსულო ფუნქციების შესრულება შეუძლია მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალებით და შესაბამისი სახელმწიფოსთვის შეტყობინების შემდეგ, თუ ადგილსამყოფელი და მესამე სახელმწიფოები არ გამოთქვამენ თავიანთ წინააღმდეგობას.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 20

კონსულს შეუძლია მიმართოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლებას თავისი საკონსულო ოლქის ფარგლებში საკონსულო დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე.

    მუხლი 21

კონსული ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც შემოიაროს თავისი საკონსულო ოლქი.

შემოვლის შესახებ მოხსენებითი ბარათი ეგზავნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საელჩოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 22

საჩივრები საკონსულო დაწესებულების მეთაურისა და საკონსულო პერსონალის მუშაკთა მოქმედების გამო განიხილება ქვემდებარეობის წესით.

კარი II

კონსულის ფუნქციები საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა მიმართ

თავი IV

ზოგადი დებულებები

მუხლი 23

კონსული ვალდებულია ყველაფერი იღონოს იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა და იურიდიულმა პირებმა სრულად ისარგებლონ ყველა იმ უფლებით, რომლებსაც მას ანიჭებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობა და საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელთა მონაწილეა საქართველო და ადგილსამყოფელი სახელმწიფო, აგრეთვე საერთაშორისო ჩვეულებანი.

კონსული ვალდებულია მიიღოს განცხადება როგორც წერილობით, ისე სხვა სახით.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 24

კონსული ვალდებულია ყველაფერი იღონოს საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა დარღვეული კანონიერი უფლებების აღსადგენად.

    მუხლი 25

კონსული აღრიცხავს თავის საკონსულო ოლქში მუდმივად მცხოვრებ ან დროებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.

    მუხლი 26

კონსული დახმარებას უწევს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში საკონსულო ოლქის ფარგლებში მყოფ საქართველოს სამინისტროთა, უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლებს, აგრეთვე საზღვარგარეთ მივლინებულ საქართველოს სხვა მოქალაქეებს.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 27

კონსული თავის საკონსულო ოლქში დროებით მყოფ საქართველოს მოქალაქეს აცნობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მისთვის საინტერესო საკანონმდებლო აქტებს, აგრეთვე ადგილობრივი წეს-ჩვეულებებს და აძლევს საჭირო განმარტებებს.

    მუხლი 28

კონსული ხელს უწყობს თავის საკონსულო ოლქში მყოფ საქართველოს მოქალაქეთათვის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებათა მოწყობას.

    მუხლი 29

კონსულს უფლება აქვს მინდობილობის გარეშე ადგილსამყოფელი სახელმწიფოს დაწესებულებებში წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქეთა უფლებები, თუ ისინი არ იმყოფებიან ადგილზე და საქმის გაძღოლა არ მიუნდვიათ რომელიმე პირისათვის, ან არ შეუძლიათ დაიცვან თავიანთი ინტერესები სხვა მიზეზების გამო. ეს წარმომადგენლობა გრძელდება მანამდე, ვიდრე წარმომადგენელი პირები არ დანიშნავენ თავიანთ რწმუნებულებს ან თავად არ იკისრებენ თავიანთი უფლებებისა და ინტერესების დაცვას.

თავი V

კონსულის ფუნქციები საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის საკითხებში

    მუხლი 30

კონსული, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აწარმოებს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვას და ხელს უწყობს სამხედროვალდებულთა გამოცხადებას საქართველოს სამხედრო კომისარიატის ორგანოებში.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

თავი VI

კონსულის ფუნქციები საქართველოს სასამართლოთა დავალებების შესრულების საკითხებში

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

მუხლი 31

კონსული ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სათანადო ინსტანციებს გადასცემს სასამართლო ან არასასამართლო დოკუმენტებს, აგრეთვე სასამართლო დავალებებს, ან საქართველოს სასამართლოებისათვის ჩვენებათა მიცემის დავალებას მოქმედი საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად, ხოლო თუ ასეთი შეთანხმებები არ არსებობს, ნებისმიერი სხვა წესით, რომელიც არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობას.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

თავი VII

კონსულის ფუნქციები შვილად აყვანის, მეურვეობის, მზრუნველობის და სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში

მუხლი 32

კონსული აფორმებს საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე ბავშვის შვილად აყვანას.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 33

კონსული ახორციელებს ღონისძიებებს იმისათვის, რომ მეურვეობა ან მზრუნველობა დაუწესდეთ მის საკონსულო ოლქში მყოფ სათანადო მზრუნველობას მოკლებულ საქართველოს არასრულწლოვან და არაქმედუნარიან მოქალაქეებს.

    მუხლი 34

კონსული ზრუნავს საქართველოს მოქალაქეების სოციალური, მათ შორის საპენსიო, უზრუნველყოფის საკითხების მოსაგვარებლად მოქმედი კანონმდებლობისა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.

თავი VIII

კონსულის ფუნქციები საქართველოს მოქალაქეთა ქონების მიმართ

    მუხლი 35

კონსული ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ დარჩენილი ქონების დასაცავად.

თუ დარჩენილი ქონება მთლიანად ან ნაწილობრივ ფუჭდება, ან მისი შენახვა განსაკუთრებით ძვირია, კონსულს უფლება აქვს, მემკვიდრესთან შეთანხმებით, გაყიდოს ეს ქონება და აღებული თანხა გაგზავნოს კუთვნილებისამებრ.

    მუხლი 36

კონსული იბარებს სამემკვიდრეო ქონებას საქართველოში მყოფი მემკვიდრეებისათვის გადასაცემად.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 37

კონსული შესანახად იღებს საქართველოს მოქალაქეთა კუთვნილ ფულს, ფასეულობას, ფასიან ქაღალდებსა და დოკუმენტებს.

იმ პირის გარდაცვალების ან უგზო-უკვლოდ დაკარგვის შემთხვევაში, რომელსაც ეკუთნოდა შესანახად ჩაბარებული ქონება, ასეთი ქონების მიმართ გამოიყენება ამ კანონის 35-ე მუხლის დებულებები.

თავი IX

კონსულის ფუნქციები საქართველოს იმ მოქალაქეთა მიართ, რომლებიც დაპატიმრებული, დაკავებული ან სხვა სახით თავისუფლებააღკვეთილი არიან ან იხდიან სასჯელს

    მუხლი 38

კონსული ვალდებულია თვალყური ადევნოს, რომ საქართველოს იმ მოქალაქის მიმართ, რომელიც დაპატიმრებულია ან დაკავებულია იმის გამო, რომ ბრალი ედება დანაშაულის ჩადენაში, ან რომლის მიმართ გამოყენებულია სხვა ღონისძიებები, რომლებიც ზღუდავს საქართველოს მოქალაქის თავისუფლებას, ან რომელიც სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის სახით, ან რომლის მიმართ იყენებენ სასამართლო ან ადმინისტრაციული ზემოქმედების სხვა ზომებს, დაცულ იქნეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობა და ის ხელშეკრულებები, რომლებიც საქართველოს დადებული აქვს ამ სახელმწიფოსთან. კონსული ვალდებულია დაინტერესებულ პირთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით მოინახულოს საქართველოს მოქალაქენი, რომლებიც იმყოფებიან საპატიმრო ადგილებში, და გაარკვიოს მათი პატიმრობის  პირობები. კონსული აგრეთვე ვალდებულია თვალყური ადევნოს, რომ ასეთი მოქალაქენი იყოლიონ სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებში და მათ მიმართ დამოკიდებულება არ იყოს სასტიკი და ადამიანის ღირსების შემლახავი.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

თავი X

კონსულის ფუნქციები პასპორტებისა და ვიზების საკითხებში

    მუხლი 39

კონსული გასცემს საქართველოს მოქალაქეებზე პასპორტებს, აგრძელებს მათ ვადას და შეაქვს ცვლილებები საქართველოს მოქალაქეთა პასპორტებში.

    მუხლი 40

კონსული გასცემს, აგრძელებს და აუქმებს ვიზებს საქართველოში შესვლასა და გასვლაზე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო გასვლაზე და შეაქვს ცვლილებები გაცემულ ვიზებში.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

თავი XI

კონსულის ფუნქციები მოქალაქეობის საკითხებში

მუხლი 41

კონსული იღებს თავის საკონსულო ოლქში მცხოვრებ პირთა განცხადებებს საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე.

თავი XII

კონსულის ფუნქციები მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის საკითხებში

მუხლი 42

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კონსული ახდენს საქართველოს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეთა მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციას.

კონსული იღებს საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა განცხადებებს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერებში ცვლილებების, შესწორებებისა და დამატებების შეტანის, დაკარგული ჩანაწერების აღდგენის, გვარის, სახელისა და მამის სახელის შეცვლის შესახებ და განსახილველად უგზავნის სათანადო ორგანოებს.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 43

საქართველოს საზღვაო ან საჰაერო ხომალდებზე რომელიმე პირის დაბადების ან გარდაცვალების შესახებ ცნობის მიღების შემდეგ კონსული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაციაში ატარებს აქტს დაბადების ან გარდაცვალების თაობაზე.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 44

კონსულის მიერ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესის შესახებ ინსტრუქციას ამტკიცებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

კარი III

სანოტარო მოქმედებანი, საკონსულო ლეგალიზაცია და საკონსულო მოსაკრებელი

თავი XIII

სანოტარო მოქმედებანი

მუხლი 45

კონსული ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს:

1. დაამოწმებს გარიგებებს (ხელშეკრულებებს, ანდერძებს, მინდობილობებს);

2. იღებს ზომებს სამემკვიდრეო ქონების დასაცავად;

3. გასცემს მემკვიდრეობის უფლების მოწმობას;

4. გასცემს მეუღლეთა საერთო ქონებაში წილზე საკუთრების უფლების მოწმობას;

5. დაამოწმებს დოკუმენტის ასლებისა და მათი ამონაწერების სისწორეს დედანთან;

6. დაამოწმებს დოკუმენტებზე ხელმოწერების ნამდვილობას;

7. დაამოწმებს დოკუმენტის თარგმანის სისწორეს;

8. ადასტურებს მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტს;

9. ადასტურებს მოქალაქის გარკვეულ ადგილას ყოფნის ფაქტს;

10. ადასტურებს ფოტოსურათზე გამოსახული პირისა და მოქალაქის იგივეობას;

11. ადასტურებს დოკუმენტის წარდგენის დროს;

12. დეპოზიტზე იღებს ფულად თანხებს და ფასიან ქაღალდებს;

13. ასრულებს სააღმსრულებლო წარწერებს;

14. შესანახად იბარებს დოკუმენტებს;

15. უზრუნველყოფს მტკიცებულებებს;

16. აცხადებს საზღვაო პროტესტებს.

საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებული იყოს კონსულის მიერ შესრულებული სხვა სანოტარო მოქმედებანი.

კონსული სანოტარო მოქმედების განხორციელებისას ასრულებს საკონსულო მოქმედებას და ახდევინებს საკონსულო მოსაკრებელს „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.

სანოტარო მოქმედებას კონსული ასრულებს ამ კანონითა და „ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესების შესაბამისად.

ინსტრუქციას კონსულის მიერ სანოტარო მოქმედებების შესრულების წესის შესახებ ამტკიცებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 46

სანოტარო მოქმედება სრულდება საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში. ცალკეულ შემთხვევებში სანოტარო მოქმედება შეიძლება შესრულდეს აღნიშნული დაწესებულების გარეთაც.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 47

კონსული, რომელიც ასრულებს სანოტარო მოქმედებას, ვალდებულია დაიცვას შესრულებული სანოტარო მოქმედების საიდუმლოება. შესრულებული სანოტარო მოქმედებების შესახებ ცნობები და დოკუმენტები გაიცემა საქართველოს კანოემდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 48

სანოტარო მოქმედება სრულდება ამისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის წარდგენისას და გათვალისწინებული საზღაურის შეტანის შემდეგ.

სანოტარო მოქმედების შესრულება შეიძლება გადაიდოს ან შეჩერდეს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 49

ნოტარიულად დამოწმებულ გარიგებებს, აგრეთვე განცხადებებსა და სხვა დოკუმენტებს ხელს აწერენ კონსულის თანდასწრებით, რომელიც ასრულებს სანოტარო მოქმედებას. თუ გარიგებას, განცხადებას ან სხვა დოკუმენტს ხელი მოაწერეს კონსულის დაუსწრებლად, ხელმომწერმა პირმა პირადად უნდა დაადასტუროს, რომ დოკუმენტს მან ხელი მოაწერა.

კონსული, რომელიც ასრულებს სანოტარო მოქმედებას, ვალდებულია განუმარტოს საქართველოს მოქალაქეებს მათი უფლებები და მოვალეობები, გააფრთხილოს შესრულებული სანოტარო მოქმედების შედეგების შესახებ, რათა კანონმდებლობაში გაუთვითცნობიერება და სხვა ასეთი გარემოებანი არ იქნეს გამოყენებული მათ საზიანოდ.

    მუხლი 50

კონსულს არ შეუძლია შეასრულოს სანოტარო მოქმედება, რომელშიც მხარეებად მონაწილეობენ თვითონ, მისი მეუღლე, ან მათი პირდაპირი ხაზით ნათესავები.

    მუხლი 51

საკონსულო დაწესებულებების საქმისწარმოების ენაა ქართული. თუ პირმა, რომელმაც მოითხოვა სანოტარო მოქმედების შესრულება, არ იცის საქმისწარმოების ენა, მაშინ გასაფორმებელი დოკუმენტების ტექსტები მას უნდა უთარგმნოს სანოტარო მოქმედების შემსრულებელმა კონსულმა ან კონსულისათვის ცნობილმა მთარგმნელმა.

    მუხლი 52

თუ კონსულისათვის ცნობილი გახდა საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის სასარგებლოდ მემკვიდრეობის მიღების ამბავი, იგი დაუყოვნებლივ ატყობინებს მისთვის ცნობილ ყველა მონაცემს მემკვიდრეობისა და შესაძლო მემკვიდრეების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 53

კონსული არ მიიღებს სანოტარო მოქმედების შესასრულებლად დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს ან თავისი შინაარსით შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ინტერესებს, ან შეიცავს ცნობებს, რომლებიც ლახავენ მოქალაქეთა პატივსა და ღირსებას.

იმ პირის თხოვნით, რომელსაც უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, კონსული მას განუმარტავს უარის მიზეზებს და გასაჩივრების წესს.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 54

სანოტარო მოქმედების შესრულებისას კონსული მოქმედებს საქართველოს და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების გათვალისწინებით, რომელთა მონაწილეა ორივე სახელმწიფო.

კონსული იღებს დოკუმენტებს, რომლებიც შედგენილია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოთხოვნების მიხედვით, და აკეთებს დამადასტურებელ წარწერას ამ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

თავი XIV

საკონსულო ლეგალიზაცია

    მუხლი 55

კონსული ახდენს იმ დოკუმენტებისა და აქტების ლეგალიზაციას, რომლებიც შედგენილია საკონსულო ოლქის ხელისუფლების ორგანოების მიერ ან მათი მონაწილეობით საქართველოს ტერიტორიაზე გამოყენების მიზნით.

საქართველოს დაწესებულებები ასეთ დოკუმენტებსა და აქტებს განსახილველად იღებენ იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი ლეგალიზებულია საკონსულო დაწესებულების მიერ, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომლის მონაწილეც არის საქართველო და ადგილსამყოფელი სახელმწიფო.

საკონსულო ლეგალიზაციისას დგინდება და დასტურდება დოკუმენტებსა და აქტებზე ხელმოწერათა ნამდვილობა და მათი შესაბამისობა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებთან.

საკონსულო ლეგალიზაციის წესს ადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 56

ლეგალიზაციას არ ექვემდებარება ის დოკუმენტები და აქტები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს კანონმდებლობას ან თავისი შინაარსით შეიძლება ზიანი მიაყენონ საქართველოს ინტერესებს, ან შეიცავენ საქართველოს მოქალაქეთა პატივისა და ღირსების შემლახავ ცნობებს.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

თავი XV

საკონსულო მოსაკრებელი

მუხლი 57

საკონსულო მოქმედებისათვის, რომელიც სრულდება საზღვარგარეთ და საქართველოს ტერიტორიაზე, ახდევინებენ საკონსულო მოსაკრებელს. საკონსულო დაწესებულებების მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულების დროს გაწეული დამატებითი ხარჯები უნდა ანაზღაურდეს განმცხადებლის მიერ ამ ხარჯების დამადასტურებელი საბუთების შესაბამისად.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 58

საკონსულო მოსაკრებლის გადახდა წარმოებს „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 59

განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია პირი ნაწილობრივ ან მთლიანად გათავისუფლდეს საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ან ელჩის თანხმობით.

საქართველოს 1996 წლის 18 სექტემბრის კანონი №385 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996 წ., გვ.11

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 60 (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

კარი IV

კონსულის ფუნქციები საქართველოს სამხედრო ხომალდების და დამხმარე სამხედრო ხომალდების მიმართ

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 61

კონსული ვალდებულია ყოველმხრივ შეუწყოს ხელი საქართველოს სამხედრო ხომალდებს და დამხმარე სამხედრო ხომალდებს (რომლებსაც შემდგომში „ხომალდები“ ეწოდება), რომლებიც იმყოფებიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ნავსადგურებში, ტერიტორიულ და შიდა წყლებში მისი საკონსულო ოლქის ფარგლებში, ნაპირთან დაკავშირების, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთირერთდამოკიდებულების, მატერიალურ-ტექნიკური მომარაგებისა და სხვა საკითხებში.

სამხედრო-საზღვაო (სამხედრო) ატაშეს არყოფნის შემთხვევაში კონსული მონაწილეობს ხომალდის შემოსვლასთან დაკავშირებულ ყველა საკითხის გადაწყვეტაში.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 62

როდესაც მიიღება ცნობა საკონსულო ოლქის ფარგლებში მდებარე ნავსადგურში ხომალდის მოსალოდნელი შემოსვლის შესახებ, თუ ამ ნავსადგურში შესვლისათვის საჭიროა ლოცმანი, კონსული ახორციელებს ღონისძიებებს, რომ ლოცმანი დროულად ავიდეს ხომალდზე.

    მუხლი 63

ხომალდის მოსვლისთანავე კონსული ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობისათვის საჭირო ცნობებს აწვდის ხომალდის კაპიტანს, კერძოდ, ადგილის სანიტარიული მდგომარეობის, ნავსადგურის წესების, ადგილობრივი კანონებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ, რომელთა შესრულება სავალდებულოა ან რომლებითაც უნდა იხელმძღვანელონ ხომალდის კაპიტანმა და ეკიპაჟის წევრებმა.

    მუხლი 64

კონსული ვალდებულია შესაძლებლობისთანავე პირადად ეწვიოს შემოსულ ხომალდს (ხომალდების ქარავანს).

საჭირო შემთხვევებში კონსული თან ახლავს ხომალდის (ხომალდის ქარავნის) მეთაურს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანამდებობის პირებთან ვიზიტის დროს.

    მუხლი 65

ავარიის ან სხვა სახღვაო შემთხვევებში კონსული მიმართავს ყველა ღონისძიებას იმისათვის, რომ საჭირო დახმარება გაეწიოს ხომალდებს და სათანადოდ იურიდიულად გაფორმდეს მომხდარი ფაქტი.

    მუხლი 66

კონსული ეხმარება ხომალდის (ხომალდების ქარავნის) მეთაურს ზემდგომ სარდლობასთან კავშირის დამყარებაში, აგრეთვე ხელს უწყობს ხომალდის სამსახურებრივი ფოსტის გაგზავნას.

    მუხლი 67

კონსული ხომალდის მეთაურთან უწევს რეკომენდაციებს ფირმებს და აწვდის მას ისეთ ცნობებს, რომლებსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ხომალდის მარაგის ხარისხიან და სწრაფ შევსებას; აგრეთვე ვიზას ადებს ხომალდის მეთაურის მიერ მისთვის წარმოდგენილ ყველა ანგარიშსა და დოკუმენტს.

    მუხლი 68

ამ კანონის IV კარის დებულებები შესაბამისად ვრცელდება საქართველოს შეიარაღებული ძალების თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებზე.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

კარი V

კონსულის ფუნქციები საქართველოს გემების მიმართ

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

თავი XVI

კონსულის ფუნქციები გემების მოსვლისა და დგომის დროს

    მუხლი 69

კონსული თვალყურს ადევნებს, რომ მისი საკონსულო ოლქის ფარგლებში ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ნავსადგურებში, ტერიტორიულ და შიდა წყლებში საქართველოს რეესპუბლიკის გემებს სრული მოცულობით მიეცეს უფლებები და იმუნიტეტები ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობისა და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, რომელთა მონაწილეა საქართველო და ადგილსამყოფელი სახელმწიფო.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 70

კონსული ხელს უწყობს და საჭირო დახმარებას უწევს გემების კაპიტნებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ნავსადგურებში, ტერიტორიულ და შიდა წყლებში.

    მუხლი 71

კონსული თვალყურს ადევნებს, რომ გემის კაპიტანმა აცნობოს მას გემის შემოსვლა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ნავსადგურში და მიაწოდოს ცნობები სანაოსნო პირობების შესახებ.

კონსულს უფლება აქვს მოითხოვოს კაპიტნის გამოცხადება საკონსულო დაწესებულებაში და მოხსენების წარდგენა გემის სანაოსნო პირობების შესახებ.

    მუხლი 72

კონსულს უფლება აქვს ნებისმიერ დროს ეწვიოს გემს.

    მუხლი 73

კონსული ვალდებულია აღნიშნოს გემის ეკიპაჟის ნუსხაში ნაოსნობისა და ნავსადგურში მისი ყოფნის დროს ეკიპაჟის შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებები.

    მუხლი 74

კონსულს უფლება აქვს:

ა) ხელი შეუწყოს გემის შესვლას ნავსადგურში, მის იქ ყოფნას და გასვლას;

ბ) გამოარკვიოს იმ შემთხვევათა გარემოებანი, რომლებიც მოხდა გემზე, გამოკითხოს გემის კაპიტანი და ეკიპაჟის წევრები.

    მუხლი 75

საზღვარგარეთ გემის შეძენის შემთხვევაში კონსული გასცემს საქართველოს სახელმწიფო დროშით ცურვის უფლების დროებით მოწმობას.

კონსულს უფლება აქვს მიიღოს, შეადგინოს ან დაამოწმოს დეკლარაცია ან სხვა დოკუმენტი საქართველოს გემების მიმართ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 76

კონსულს უფლება აქვს გაამგზავროს საქართველოს მოქალაქენი, გაგზავნოს ფოსტა და ტვირთი საქართველოს გემებით, რომლებიც საქართველოს ნავსადგურებში მიემართებიან.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

თავი XVII

კონსულის ფუნქციები გემების გასვლისას

მუხლი 77

კონსული საჭიროების შემთხვევაში გემის კაპიტანს აძლევს მოწმობას, რომელშიც აღნიშნულია გემის მოსვლისა და გასვლის დრო, საკონსულო დაწესებულებაში კაპიტანის გამოცხადების დღე, გემის დანიშნულების ნავსადგური, მგზავრთა რიცხვი, აგრეთვე ტვირთის რაოდენობა, სახეობა და დანიშნულების ადგილი.

    მუხლი 78

თუ იმ ცნობების მიხედვით, რომლებიც კონსულს აქვს, გემის შესვლა რომელიმე ნავსადგურში სახიფათოა, არასასურველი ან შეუძლებელია, კონსული ვალდებულია გააფრთხილოს გემის კაპიტანი.

    მუხლი 79

უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში კონსულს უფლება აქვს დააკავოს ზღვაში გასვლისათვის გამზადებული გემი, ან მოითხოვოს მისი გასვლა კაპიტნის მიერ დანიშნულ დრომდე, თვით დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციების დამთავრებამდეც კი. ამასთან, კეთდება შესაბამისი აღნიშვნა გემის ჟურნალში, სადაც მითითებულია დაკავების ან გემის დაუყოვნებლივ გასვლის მოთხოვნის მიზეზები.

თავი XVIII

კონსულის ფუნქციები გემის დაღუპვის ან ავარიის შემთხვევაში

    მუხლი 80

გემის დაღუპვის ან ავარიის შემთხვევაში კონსული ვალდებულია ყველაფერი იღონოს მგზავრების, ეკიპაჟის, გემებისა და ტვირთის გადასარჩენად.

    მუხლი 81

კონსული იღებს კაპიტნისაგან განცხადებას გემის ტვირთის დაღუპვის ან დაზიანების შესახებ, ან გემის ტვირთის სავარაუდო დაზიანების თაობაზე, აგრეთვე გემის კაპიტნის თხოვნით ადგენს საზღვაო პროტესტის აქტს.

საზღვაო პროტესტის აქტი დგება კაპიტნის განცხადების, გემის ჟურნალის მონაცემების, აგრეთვე თვით კაპიტნისა და, შეძლებისდაგვარად, გემის მეთაურთა შემადგენლობიდან და ეკიპაჟიდან სულ ცოტა ორ-ორი მოწმის გამოკითხვის საფუძველზე. კონსული თავისი ხელმოწერითა და გერბიანი ბეჭდით ამოწმებს საზღვაო პროტესტის აქტს.

კაპიტანს, მისი თხოვნით, ეძლევა მოწმობა მის მიერ გაკეთებული საზღვაო პროტესტის შესახებ და საზღვაო პროტესტის აქტი.

    მუხლი 82

კონსული ვალდებულია დაეხმაროს ავარიის დროს გემის მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს, აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოში დაბრუნებაშიც კი.

თავი XIX

კონსულის ფუნქციები გემის ეკიპაჟის წევრთა ავადმყოფობისა და გარდაცვალების შემთხვევაში

    მუხლი 83

ცურვის ან უცხოეთის ნავსადგურებში ყოფნის დროს ეკიპაჟის რომელიმე წევრის ავადმყოფობის შემთხვევაში კონსული ვალდებულია ხელი შეუწყოს ავადმყოფი წევრის მოთავსებას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამკურნალო დაწესებულებაში.

მუხლი 84

გემის ეკიპაჟის მძიმე ავადმყოფი წევრის ადგილსამყოფელ სახელმწიფოში სამკურნალოდ დატოვების შემთხვევაში კონსულმა თვალყური უნდა ადევნოს მკურნალობის მსვლელობას და უზრუნველყოს ავადმყოფის გამგზავრება საქართველოში. გემის ეკიპაჟის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში კონსული იღებს ზომებს, რომ იგი დაიკრძალოს სათანადო პატივით ან მიცვალებულის ნეშტი გადასვენებულ იქნეს საქართველოში. გარდაცვლილის დოკუმენტები და პირადი ქონება იგზავნება საქართველოში.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

კარი VI

კონსულის ფუნქციები საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების მიმართ

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

მუხლი 85

კონსული უნდა დაეხმაროს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის მეთაურს, ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლებასთან დაკავშირებაში.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 86

კონსულს უფლება აქვს:

ა) ხელი შეუწყოს საჰაერო ხომალდის აეროპორტში დაჯდომას მის იქ ყოფნასა და გაფრენას;

ბ) გამოარკვიოს იმ შემთხვევათა გარემოებანი, რომლებიც საჰაერო ხომალდზე მოხდა, გამოკითხოს ხომალდის მეთაური და ეკიპაჟის წევრები;

გ) საჭიროების შემთხვევაში მიიღოს ზომები საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრების მკურნალობისა და საქართველოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად;

დ) მიიღოს, შეადგინოს ან დაამოწმოს დეკლარაცია ან სხვა დოკუმენტი საჰაერო ხომალდების შესახებ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით ან იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელთა მონაწილეა საქართველო.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

 

    მუხლი 87

საკონსულო ოლქის ფარგლებში საჰაერო ხომალდის ავარიის, იძულებითი დაჯდომის ან სხვა შემთხვევაში კონსული საჭირო დახმარებას უწევს ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრობს. კონსული იღებს ზომებს ავარიაში მოყოლილი ან იძულებით დამჯდარი საჰაერო ხომალდის, ტვირთისა და ნივთიერ მტკიცებულებათა დასაცავად, რომლებიც ადასტურებენ შემთხვევის ხასიათს, და დახმარებას უწვევს საქართველოს სპეციალისტებს შემთხვევის გამოძიებაში.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 88

საჰაერო ხომალდზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში კონსული დახმარებას უწევს საჰაერო ხომალდის მეთაურს საქართველოს კანონმდებლობიდან და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოვალეობათა შესრულებაში, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 89

კონსული აუცილებლობის შემთხვევაში ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეთა გამგზავრებას, აგზავნის ფოსტას და ტვირთს საქართველოს კუთვნილი იმ საჰაერო ხომალდებით, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში მიფრინავენ.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

კარი VII

კონსულის ფუნქციები საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების მიმართ

    მუხლი 90

საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საკონსულო ფუნქციების შესრულებისას კონსული ხელმწღვანელობს ამ კანონის V და VI კარის დებულებებით.

კარი VIII

კონსულის ფუნქციები სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული დაცვის დარგში

თავი XX

კონსულის ფუნქციები სანიტარიული დაცვის დარგში

    მუხლი 91

საკარანტინო დაავადებათა გაჩენისას კონსული დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ საქართველოს ჯამრთელობის დაცვის სამინისტროს, აგრეთვე სხვა დაინტერესებულ უწყებებს და მიუთითებს იმ რაიონის სახელწოდებას, სადაც გავრცელებულია ეს დაავადება, შემთხვევების რიცხვს და ეპიდემიის საწინააღმდეგო იმ ღონისძიებებს, რომლებიც განახორციელეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანოებმა.

მოქალაქეებს, რომლებმაც მიიღეს საქართველოში შესვლის ნებართვა, კონსული აფრთხილებს, რომ საქართველოში შესასვლელად საჭიროა აცრის შესახებ საერთაშორისო სერტიფიკატის წარდგენა.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

თავი XXI

კონსულის ფუნქციები ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული დაცვის დარგში

მუხლი 92. საკონსულო ოლქის ფარგლებში საშიშ დაავადებათა ან სასოფლო-სამეურნეო მცენარეების მავნებელთა გაჩენისას, აგრეთვე პირუტყვისა და ფრინველის მასობრივი დაავადების ან ადამიანისა და ცხოველებისათვის საერთო დაავადებათა გავრცელების შემთხვევაში კონსული დაუყოვნებლივ ატყობინებს ამ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, გარემოს დაცვის სამინისტროებ  და სხვა სათანადო ორგანოებს.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4414 -ვებგვერდი,17.03.2011წ.

    მუხლი 93

იმ მოქალაქეებს, რომლებმაც მიიღეს საქართველოში შესვლის ნებართვა, კონსული აფრთხილებს, რომ საქართველოში შესვლისას საჭიროა შესაბამისი სერტიფიკატების წარდგენა ცხოველებზე, მცენარეებზე, ცხოველური და მცენარეული წარმოშობის პროდუქტებსა და ნედლეულზე, უცხოური წარმოების შხამქიმიკატებსა და პესტიციდებზე.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

კარი IX

კონსულის უფლება-მოვალეობანი შეიარაღებული კონფლიქტების შემთხვევაში

 მუხლი 94

კონსულის ადგილსამყოფელ სახელმწიფოსა და სხვა სახელმწიფოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროს კონსული ზრუნავს სერთაშორისო სამართლებრივ ნორმებზე, ხელშეკრულებებსა და ჩვეულებებზე დაყრდნობით ისარგებლოს ნეიტრალური სახელმწიფოს უფლებებით, განაცხადოს და დააფიქსიროს არსებული პოზიცია, ასევე დაუყოვნებლივ აცნობოს მომხდარის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 95

კონსულის ადგილსამყოფელი სახელმწიფოსა და საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კონსულის მოქმედება განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მითითებით.

თუ კონსული ვერ იღებს მითითებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან, იგი საკონსულო დაწესებულებაში არსებულ მთელ დოკუმენტაციას, არქივსა და სახელმწიფო ემბლემებს, შეხედულებისამებრ, გადასცემს რომელიმე ნეიტრალური სახელმწიფოს კონსულს.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

კარი X

საპატიო კონსული

    მუხლი 96

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, ცალკეული საკონსულო ფუნქციების შესრულება შეუძლია დაავალოს საპატიო კონსულს.

საქართველოს საპატიო კონსულად შეიძლება დაინიშნოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე, გამონაკლისის სახით ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე.

საქართველოს საპატიო კონსულად შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

1. აქვს გარკვეული საზოგადოებრივი მდგომარეობა და საჭირო პირადი თვისებები იმისათვის, რომ შეასრულოს მასზე დაკისრებული საკონსულო ფუნქციები;

2. თავისი საქმიანობით დამსახურება მიუძღვის საქართველოს წინაშე;

3. ეს გამომდინარეობს საქართველოს სხვა სახელმწიფო ინტერესებიდან.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 97

საპატიო კონსულის ფუნქციებს განსაზღვრავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

    მუხლი 98

საპატიო კონსული არ იმყოფება საქართველოს სახელმწიფო სამსახურში.

საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე -

სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე

თბილისი,

1994 წლის 22 ნოემბერი.

№605–Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1996 წლის 18 სექტემბრის კანონი №385 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996 წ., გვ.11

2. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 -საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997წ., გვ.53

3. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

4. საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4414 -ვებგვერდი, 17.03.2011წ.

5. ძალადაკარგულია – საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6438 - ვებგვერდი, 22.06.2012წ.