„საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4414-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110317044, 17/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 22/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 480060000.05.001.016225
  • Word
4414-Iს
11/03/2011
ვებგვერდი, 110317044, 17/03/2011
480060000.05.001.016225
„საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21–22, მუხ.  483) 92-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 92. საკონსულო ოლქის ფარგლებში საშიშ დაავადებათა ან სასოფლო-სამეურნეო მცენარეების მავნებელთა გაჩენისას, აგრეთვე პირუტყვისა და ფრინველის მასობრივი დაავადების ან ადამიანისა და ცხოველებისათვის საერთო დაავადებათა გავრცელების შემთხვევაში კონსული დაუყოვნებლივ ატყობინებს ამ ს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, გარემოს დაცვის სამინისტროებ ს  და სხვა სათანადო ორგანოებს. .

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის  11 მარტი .

№4414 Iს