„პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან ან მისი წარმომადგენლის მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან, წარდგენასა და რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“

  • Word
„პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან ან მისი წარმომადგენლის მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან, წარდგენასა და რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 99
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 31/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
99
30/03/2010
სსმ, 33, 31/03/2010
000000000.00.000.000000
„პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან ან მისი წარმომადგენლის მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან, წარდგენასა და რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (31/03/2010 - 20/08/2010)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №99

2010 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან ან მისი წარმომადგენლის მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან, წარდგენასა და რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-8 მუხლის მე-7 ნაწილისა და 65-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან ან მისი წარმომადგენლის მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან, წარდგენასა და რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თანდართული წესი და პირობები.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან ან მისი წარმომადგენლის მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან, წარდგენასა და რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების წესი და პირობები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი და პირობები (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან ან მისი წარმომადგენლის მიერ საბაჟო დეკლარაციის (შემდგომში – დეკლარაცია) შევსებასთან, წარდგენასა და რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების წესსა და პირობებს.

2. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობებია:

ა) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, საწარმო ან ორგანიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით;

ბ) წარმომადგენელი – პირის წარმომადგენელი, რომლის უფლებამოსილებაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, წარმოიშობა დავალების (ერთჯერადი მინდობილობის ან გენერალური მინდობილობის, ხელშეკრულების ან მისი შემცვლელი დოკუმენტის) საფუძველზე, რომლითაც წარმომადგენელმა შეიძლება იკისროს განსაზღვრული საბაჟო პროცედურის (საბაჟო პროცედურების) განხორციელების ან/და საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვალდებულება;

გ) დეკლარაციის შევსება – დეკლარაციის გრაფების დადგენილი წესით შევსება მონაცემთა დამუშავებისა და გადაცემის ელექტრონული სისტემის გამოყენებით;

დ) დეკლარაციის წარდგენა – შევსებული დეკლარაციის წარდგენა საბაჟო ორგანოში, სადაც წარმოებს საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაცია.

3. პირს უფლება აქვს საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობა ჰქონდეს როგორც უშუალოდ, ისე თავისი წარმომადგენლის მეშვეობით.

    მუხლი 2. პირის მიერ დეკლარაციის შევსების წესი და პირობები

1. დეკლარაციის შევსებას პირი ახორციელებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით.

2. პირს უფლება აქვს შეავსოს დეკლარაცია, თუ:

ა) პირი დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით;

ბ) დეკლარაციის ელექტრონულად შევსების ვალდებულების არსებობის შემთხვევაში პირს გააჩნია სსიპ – შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზირებულ სისტემა ASICUDA“-ში.

    მუხლი 3. წარმომადგენლის მიერ დეკლარაციის შევსებასთან, წარდგენასთან, რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების წესი და პირობები

1. დეკლარაციის შევსებას და წარდგენას წარმომადგენელი ახორციელებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით.

2. წარმომადგენელს უფლება აქვს შეავსოს დეკლარაცია, თუ:

ა) დეკლარაციის შევსება არ განეკუთვნება საბაჟო ორგანოს ან სხვა პირის უფლებამოსილებას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) დეკლარაციის ელექტრონულად შევსების ვალდებულების არსებობის შემთხვევაში წარმომადგენელს გააჩნია სსიპ – შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება საბაჟო მონაცემთა ავტომატიზირებულ სისტემა “ASICUDA“-ში;

გ) წარმომადგენლის პასუხისმგებლობა საბაჟო ორგანოს წინაშე მუდმივად უზრუნველყოფილია საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული 50 000 ლარის ოდენობის საბანკო გარანტიით. საბანკო გარანტიის წარდგენისა და გამოყენების წესები დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

3. წარმომადგენელს უფლება აქვს წარადგინოს დეკლარაცია და/ან მონაწილეობა მიიღოს რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებაში, თუ დაცულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობა.

4. წარმომადგენლისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობა არ ვრცელდება, როდესაც:

ა) საწარმოს/ორგანიზაციის ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელით მოქმედებს მასთან დასაქმებული და საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის (დირექტორის) ან მეწარმე ფიზიკური პირის მიერ გაცემულია წარმომადგენლობის უფლება მისივე ბეჭდით დამოწმებული (მისი არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული კანონიერი წარმომადგენლობისას (მეურვე, მშობელი და სხვ.), რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;

ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი 10 000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში დეკლარირებისას ან/და რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმების განხორციელებისას პირის (გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას ახორციელებს საფოსტო გზავნილის გადამზიდველი;

გ) წარმომადგენლობა ხორციელდება ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის დროს;

დ) წარმომადგენლობა ხორციელდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ (გარდა რეზიდენტი ფიზიკური პირისა) ან უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის მიერ საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში ან საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში საქონლის დეკლარირებისას.