დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან ან მისი წარმომადგენლის მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან, წარდგენასა და რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №99 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 309 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 134, 19/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230150010.10.003.016040 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №309
2010 წლის 13 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან ან მისი წარმომადგენლის მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან, წარდგენასა და რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №99 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან ან მისი წარმომადგენლის მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან, წარდგენასა და რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №99 დადგენილებით (სსმ III, 2010 წელი, №33, მუხლი 532) დამტკიცებულ „პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან ან მისი წარმომადგენლის მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან, წარდგენასა და რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი 10 000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის დეკლარირებისას ან/და რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმების განხორციელებისას პირის (გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას ახორციელებს საფოსტო გზავნილის გადამზიდველი;“.
2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე დეკლარაციის შევსების პირობები
საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე დეკლარაციას ავსებს საბაჟო ორგანო ან საფოსტო გზავნილის გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს პირის (გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები