დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210070000.35.104.016230 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/04/2015 - 30/01/2017)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 93-ე მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“, საქართველოს კანონის მე-3 და მე-5 მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს: |
ა)
მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის. |
ბ)
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის. |
გ)
მოსაკრებელი სათამაშო ბიზნესისათვის. |
2.
მოსაკრებლების ოდენობა განისაზღვროს: |
ა)
მშენებლობის ნებართვისათვის-ახლადასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 1 ლარით. |
ბ)
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე თვეში 0,30 ლარის ოდენობით. |
გ)
სათამაშო ბიზნებისათვის-თითოეულ სათამაშო აპარატზე, კვარტალში 200 ლარით. ტოტალიზატორის, ბინგოს ლოტოს თითოეულ სალაროზე კვარტალში 900 ლარით, თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე საპრიზო ფონდის 10%-ი. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს: |
ა)
მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია /დანართი N1/; |
ბ)
იურიდიული პირებისათვის დაკავებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი დანართი N2-ის შესაბამისად; |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 სექტემბრის №47 დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებულის ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლების შემოღების, მისი გადახდის ინსტრუქციისა და მოსაკრებლის გადახდის დამტკიცების თაობაზე.“ |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი N1
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებულის ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადასახადის ინსტრუქცია
|
ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს. |
მუხლი 1.
ზოგადი ნაწილი |
1.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში ინსტრუქცია) აწესრიგებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდევინებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის გადახდის წესს და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. |
2.
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი /შემდგომში – მოსაკრებელი/ წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების დაწესებულ დაწესებულ საფასურს. |
3.
ნარჩენების წარმომქმნელი იურიდიული პირი ვალდებულია ხელშეკრულება გააფორმოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან და მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. |
4.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობას შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ ნარჩენების წარმომქმნელი იურიდიული პირი 3 თვის განმავლობაში არ იხდის დასუფთავების მოსაკრებელს. |
5.
ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის არსებობის შემთხვევაში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წერილობითი შეტყობინება ეგზავნება იურიდიულ პირს რათა მისცეს მას 15-დღიანი ვადა აღნიშნული დარღვევის გამოსასწორებლად და მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისი იურიდიული პირიდან დავალიანების დაფარვის დამადასტურებელი დოკუმენტის ვერწარმოდგენის შემთხვევაში გაწყვიტოს მასთან ხელშეკრულება ცალმხრივად. ამასთან დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობა და გადახდის ვადების დარღვევა დამრღვევს ჩაეთვლება დადებული ხელშეკრულების და დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებული სანქციები. |
მუხლი 2.
მოსაკრებლის გადამხდელი |
მოსაკრებლის გადამხდელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი. |
მუხლი 3.
მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი |
1.
მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, დგინდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად. |
2.
მოსაკრებელი გამოიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით, ხოლო იურიდიული პირებისათვის დაგროვებული წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე, ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით; მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც. |
3.
მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებეშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 კალენდარული დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს. |
4.
ნარჩენების წარმომქმნელი ოჯახის სულადობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად. |
5.
თუ კი წინასწარ გადახდილი თანხა , რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღისათვის არსებული, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელის შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას. |
მუხლი 4.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისი გადახდისაგან გათავისუფლება |
1.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის მომსახურეობის ერთი თვის განმავლობაში მიღების შემდეგ. იურიდიული პირებისათვის– მომსახურეობის მიღებისთანავე. |
2.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ, თვის დასრულებისთანავე. |
3.
ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენის წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50 პროცენტზე მეტი. |
4.
მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ერთი თვეზე მეტი ხნით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის ქალაქში არყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს შესაბამის სამსახურს. |
მუხლი 5.
მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები |
1.
მოსაკრებლის გადახდა წარმოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე. |
2.
მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის ვადაში. |
3.
გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. |
მუხლი 6.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის |
მოსაკრებლის გადახდევინების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გამგეობის შესაბამის სამსახურს. |
მუხლი 7.
ინსტრუქციის მიღება და მასში ცვლილებების შეტანა |
1.
მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. |
2.
ინსტრუქციაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
დანართი N2
|
დასუფთავების მოსაკრებლის ტარიფები
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები