დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 მარტის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210070000.35.104.016297 |
|
,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 30 მარტის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 მარტის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/04/2015, სარეგისტრაციო კოდი: 210070000.35.104.016230) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
,,გ) განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის შემდეგი განაკვეთები სახეობების მიხედვით:
გ.ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 (ოცი ათასი) ლარით; გ.ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 (ორი ათასი) ლარით; გ.გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%-ით; გ.დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 250 000 (ორასორმოცდაათი ათასი) ლარით; გ.ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%-ით; გ.ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1 500 (ათას ხუთასი) ლარით; გ.ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 (ოთხი ათასი) ლარით. შენიშვნა: თუ სამორინეს ნებართვის მოწყობის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.”. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები