„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 მარტის № 18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 მარტის № 18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.104.016370
18
30/03/2018
ვებგვერდი, 10/04/2018
210070000.35.104.016370
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 მარტის № 18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №18

2018 წლის 30 მარტი

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 მარტის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 მარტის №18 დადგენილებაში (www. Matsne.gov.ge, 03/04/2015, სარეგ.კოდი 210070000.35.104.016230):
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი  №1-ის  1-ლი  მუხლის   მე-3, მე-4, მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ნარჩენების წარმომქმნელი იურიდიული პირი ვალდებულია ხელშეკრულება გააფორმოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიასთან და მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.

4. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ ნარჩენების წარმომქმნელი იურიდიული პირი 3 თვის განმავლობაში არ იხდის დასუფთავების მოსაკრებელს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის არსებობის შემთხვევაში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წერილობითი შეტყობინება  ეგზავნება იურიდიულ პირს, რათა მისცეს მას 15-დღიანი ვადა აღნიშნული დარღვევის გამოსასწორებლად და მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისი იურიდიული პირიდან დავალიანების დაფარვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში გაწყვიტოს მასთან ხელშეკრულება ცალმხრივად. ამასთან დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობა და გადახდის ვადების  დარღვევა დამრღვევს ჩაეთვლება დადებული ხელშეკრულების და  დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნორმებით  გათვალისწინებული სანქციები.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის

მოსაკრებლის გადახდევინების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მერიის შესაბამის სამსახურს.”

გ) დადგენილების დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2

დასუფთავების მოსაკრებლის ტარიფები

სამეწარმეო საქმიანობა

ზომის ერთეული

მოსაკრებლის განაკვეთი თვეში (ლარი)

შენიშვნა

1

მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები

საერთო ფართობი კვ. მ

0,03

 

2

სახელმწიფო ორგანიზაციები

საერთო ფართობი კვ. მ

0.50 ან ნარჩენის 1 კუბ., 25 ლარი

3

ოფისები, სააგენტოები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები

საერთო ფართობი კვ. მ

0,5

 

4

კინოთეატრი

მაყურებლის ერთი სავარძელი

0,15

 

5

სკოლები, ბაგა-ბაღები (კერძო)

ერთ მოსწავლეზე

0,15

 

6

სასტუმროები

მომსახურების ერთეული (1 საწოლი)

3

 

7

საავადმყოფოები

ნარჩენის 1 კუბ. მ

25 ლარი

 

8

 სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი, პოლიკლინიკები

საერთო ფართობი კვ. მ

1

 

9

აფთიაქები

საერთო ფართობი კვ. მ

0.5

 

10

სტადიონები, ღია ტიპის სპორტული მოედნები

საერთო ფართობი კვ. მ

0.1

 

11

კოლეჯი

ერთ სტუდენტზე

0,15 ან ნარჩენის 1 კუბ.მ 25 ლარი

 

12

დახურული ტიპის სპორტული დაბაზები

1 კუბ.მ

25 ლარი

 

13

სასურსათო და სხვა დასახელების მარკეტები

1 კუბ.მ

0.30

 

14

ლომბარდი

საერთო ფართობი კვ. მ

1

 

15

ბენზინგასამართი სადგურები

1 კვ.მ

0,8

 

16

სილამაზის სალონები

1 კვ.მ

0.5

 

17

რესტორნები, კაფე -ბარები, სასადილოები და სწრაფი კვების ობიექტები

1 კვ.მ

0.2

 

18

საცხობები და საკონდიტროები

1 კვ.მ

1

 

19

საავტომობილო სადგური

1 კვ.მ

25

 

20

ავტოსამრეცხაო, ავტოტექმომსახურების სადგურები, სახელოსნო

1 კვ.მ

0.5

 

21

მშენებარე ობიექტები

ფართის 1 კვ.მ

0,5

 

22

საბითუმო საწყობი

1 კვ.მ

0,3

 

23

საბანკეტო დარბაზები

1 კვ.მ

0,1

 

24

მეტალოპლასმასის, მინის დაჭრის და სხვა სახელოსნო

საერთო ფართობი კვ. მ

1

 

25

თხილის გადამამუშავებელი საწარმოები

1 კვ.მ

0,10

სეზონურად

26

შერეული საქონლის ბაზრობები

საერთო ფართობი 1 კვ. მ

0,15

 

27

ავტოსადგომები

1 კვ.მ

0.4

 

“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია