მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით კრედიტქულების დამტკიცების შესახებ

მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით კრედიტქულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 71
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 27/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 430050000.10.003.018456
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
71
20/02/2015
ვებგვერდი, 23/02/2015
430050000.10.003.018456
მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით კრედიტქულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (23/02/2015 - 24/01/2017)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №71

2015 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

 

მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით კრედიტქულების დამტკიცების შესახებ

,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 217 მუხლის მე-5 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

მუხლი 1
ამ დადგენილების დანართის შესაბამისად დამტკიცდეს მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით კრედიტქულები.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი
მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით კრედიტქულებ

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ამ დანართის რეგულირების სფეროა მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით (შემდგომში - სქემა) განსაზღვრული მასწავლებლის სტატუსისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის განმავლობაში მასწავლებლის მიერ დასაგროვებელი კრედიტქულების რაოდენობის განსაზღვრა.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ დანართში გამოყენებულ ტერმინებს ამ დანართის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სქემით განსაზღვრული სტატუსი - პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ან მენტორის სტატუსი - რომელიც მასწავლებელს ენიჭება მასწავლებლის შეფასების/სქემაში მასწავლებლების განაწილების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

 ბ) პრაქტიკოსი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც გეგმავს და წარმართავს საგაკვეთილო პროცესს ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად;

 გ) უფროსი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სერტიფიკატით დადასტურებული აქვს საგნობრივი და მეთოდური კომპეტენციები;

დ) წამყვანი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს უფროსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საფუძველზე შეიმუშავებს საგნის სწავლების ეფექტურ სტრატეგიებსა და სასწავლო რესურსებს, შედეგებს უზიარებს კოლეგებს;

ე) მენტორი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს წამყვანი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, არის სხვა მასწავლებლების კონსულტანტი, ხელმძღვანელობს სტუდენტებისა და დამწყები მასწავლებლის პედაგოგიურ პრაქტიკას;

ვ) საგნის გამოცდა - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი) მიერ ორგანიზებული გამოცდა;

 ზ) გარე დაკვირვება - საკლასო დაკვირვება, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში ხორციელდება ერთხელ;

თ) გარე შეფასება - მოიცავს საგნის გამოცდასა და გარე დაკვირვებას;

ი) შიდა შეფასება - მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებულ მასწავლებლის თვითშეფასებასა და მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებლის შეფასებას;

კ) შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტი - სქემით განსაზღვრული სტატუსის მისანიჭებლად/შესანარჩუნებლად კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში მასწავლებლის მიერ განხორციელებული სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობების შეფასების უნიფიცირებული საშუალება;

ლ) კრედიტქულა - მასწავლებლის პროფესიული მიღწევების გაზომვისა და შეფასების ერთეული.

 

მუხლი 3. მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმები

მასწავლებლის შეფასება ეფუძნება ,,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. სქემით განსაზღვრული სტატუსის მისანიჭებლად, მასწავლებელი ფასდება შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტით გათვალისწინებული გაზომვადი კრიტერიუმებით. 

 

მუხლი 4. საგნის გამოცდისა და გარე დაკვირვების შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტის შემუშავება და დამტკიცება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეიმუშავებს საგნის გამოცდისა და გარე დაკვირვების შეფასების სტანდარტიზებულ ინსტრუმენტს, რომელიც მტკიცდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

მუხლი 5. შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტების შემუშავება და დამტკიცება

1. ამ დანართის მე-4 მუხლით გათვალისწინებული გარე დაკვირვების შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტი მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ გამოიყენება შიდა შეფასებისას მასწავლებლის გაკვეთილზე დაკვირვებისათვის.

2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი შიდა შეფასებისათვის შეიმუშავებს შეფასების სტანდარტიზებულ ინსტრუმენტებს, რომელიც მტკიცდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

მუხლი 6. მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით კრედიტქულები

შეფასების სტანდარტიზებულ ინსტრუმენტზე დაფუძნებით დგინდება სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის განმავლობაში მასწავლებლის მიერ დასაგროვებელი კრედიტქულების რაოდენობა შემდეგი წესით:

ა) პრაქტიკოსმა მასწავლებელმა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უნდა დააგროვოს 19 კრედიტქულა;

ბ) უფროსმა მასწავლებელმა უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად უნდა დააგროვოს 13 კრედიტქულა;

გ) უფროსმა მასწავლებელმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უნდა დააგროვოს 19 კრედიტქულა;

დ) წამყვანმა მასწავლებელმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად უნდა დააგროვოს 17 კრედიტქულა;

ე) წამყვანმა მასწავლებელმა მენტორის სტატუსის მისანიჭებლად უნდა დააგროვოს 25 კრედიტქულა;

ვ) მენტორმა მენტორის სტატუსის შესანარჩუნებლად უნდა დააგროვოს 30 კრედიტქულა.