საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 430050000.10.003.019734
25
24/01/2017
ვებგვერდი, 27/01/2017
430050000.10.003.019734
საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №25

2017 წლის 24 იანვარი

  ქ. თბილისი

 

საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:  

1. „მოქმედი მასწავლებლებისათვის მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №69 დადგენილება.  

2. „კრედიტქულების დაგროვების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №70 დადგენილება.  

3. „მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით კრედიტქულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №71 დადგენილება.

4. „მასწავლებლის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №72 დადგენილება.  

5. „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების მისანიჭებლად აუცილებელი გზებისა და საშუალებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №73 დადგენილება.  

6. „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №74 დადგენილება.   

7. „მასწავლებლის დამატებითი საქმიანობების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №75 დადგენილება.  

8. „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობებისა და საქმიანობების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №76 დადგენილება.  

9. „კრედიტქულების შეწონვის წესის, კრედიტქულების განაწილების პრინციპების და კრედიტქულების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №77 დადგენილება.

10. „სახელმწიფო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №5 დადგენილება.  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი