საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 05/12
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 04/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 09/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.054.016137
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
05/12
04/02/2015
ვებგვერდი, 04/02/2015
010320040.22.054.016137
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/02/2015 - 08/05/2015)

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/12

2015 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე



საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. მინისტრის აპარატის მთავარი სპეციალისტი
მინისტრის აპარატის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში 1 წლიანი;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ" და  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების: (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office; PowerPoint; ინტერნეტი) ცოდნა;

ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, კარგად.


მუხლი 2. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში (სასურველია,  მედიის სფეროში მუშაობის გამოცდილებაც), პროექტების ინიცირების, ღონისძიებების მოწყობისა და კრიზისული PR-ის სტრატეგიის შემუშავების სფეროში სამუშაო გამოცდილება ;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ", საქართველოს კანონის "კულტურის შესახებ", საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს კანონის ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  (III თავი - ინფორმაციის თავისუფლება) - ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების: (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office; PowerPoint; ინტერნეტი) ცოდნა;
ე)  ინგლისური ენის ცოდნა კარგად.


მუხლი 3. პროტოკოლის სამმართველოს სპეციალისტი
პროტოკოლის სამმართველოს სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების განხრით;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, ასევე, პროტოკოლის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ", საქართველოს კანონის "კულტურის შესახებ"  და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების  ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების: (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office; PowerPoint; ინტერნეტი) ცოდნა;
ე) ინგლისური   ენის  ცოდნა  სრულყოფილად, ასევე, სხვა უცხო ენის ცოდნაც კარგად.