საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 05/59
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 09/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.054.016184
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
05/59
09/06/2015
ვებგვერდი, 09/06/2015
010320040.22.054.016184
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/06/2015 - 15/10/2015)

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/59

2015 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლისა და „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის  შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 23 ოქტომბრის №05/66  და 2015 წლის 4 თებერვლის №05/12 ბრძანებები.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიკახი კანდელაკი



საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. მინისტრის აპარატის უფროსი
მინისტრის აპარატის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი  განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე -  5 წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ“; საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, საქართველოს კანონის „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“, საქართველოს კონსტიტუციის; საქართველოს კანონის „პროფესიული თეატრების შესახებ“; საქართველოს კანონის „ზოგადი განათლების შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის  „საქართველოს შრომის კოდექსი“, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „კულტურის შესახებ“, საქართველოს კანონის „მუზეუმების შესახებ“ ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word,   Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook, ინტერნეტი ) ცოდნა;
ე) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, (ძალიან კარგად).

 


მუხლი 2. მინისტრის აპარატის თანაშემწე
მინისტრის აპარატის თანაშემწე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი  განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 3 -წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“,საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, საქართველოს კანონის „კულტურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ და საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ ცოდნა.
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, ინტერნეტი) ცოდნა;
ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა(კარგად).


მუხლი 3. პროტოკოლის სამმართველოს  მთავარი სპეციალისტი
პროტოკოლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების განხრით;

ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი, საჯარო სამსახურში - პროტოკოლის სფეროში  - მუშაობის 2- წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის, "კულტურის შესახებ" საქართველოს კანონის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების: (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office Outlook;  Microsoft Office  PowerPoint; ინტერნეტი) ცოდნა;

ე) ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სრულყოფილად, სასურველია დამატებით ერთი უცხო ენის კარგად ცოდნა.“

 


მუხლი 4. პროტოკოლის სამმართველოს სპეციალისტი
პროტოკოლის სამმართველოს სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების განხრით;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის პროტოკოლის სფეროში მუშაობის 1- წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ", საქართველოს კანონის „კულტურის შესახებ"  და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების: (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook;  ინტერნეტი) ცოდნა;

ე) ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სრულყოფილად, სასურველია დამატებით ერთი უცხო ენის კარგად ცოდნა.