დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 4 თებერვლის N05/12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/57 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/05/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.054.016182 |
|
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 4 თებერვლის №05/12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 4 თებერვლის №05/12 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. პროტოკოლის სამმართველოს სპეციალისტი პროტოკოლის სამმართველოს სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების განხრით; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, ასევე პროტოკოლის სფეროში მუშაობის 1- წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის, "კულტურის შესახებ" საქართველოს კანონის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების: (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office; PowerPoint; ინტერნეტი) ცოდნა.“ ე) ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სრულყოფილად, სასურველია დამატებით ერთი უცხო ენის კარგად ცოდნა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები