დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოებისა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.140.016155 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/01/2015 - 02/08/2016)
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ბ“ და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოებისა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესახებ დებულება დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
დებულება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოებისა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესახებ
|
მუხლი 1.
დებულების გამოცემის საფუძველი და რეგულირების სფერო |
ეს დებულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ადგენს ასპინძის მუნიციპალიტეტის ორგანოების, სამსახურების და თანამდებობის პირთა ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებს თვითმმართველი ერთეულის სამოქმედო ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებისა და სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის პროცესში. |
მუხლი 2.
დებულების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი |
ადგილობრივი თვითმმართველობის, მისი სამსახურებისა და თანამდებობის პირთა ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისას განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 და 61-ე ნაწილებით. აგრეთვე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010წლის 15 ივნისის №2-89 და 2011 წლის 7 აპრილის №2-55 ბრძანებებით. |
მუხლი 3.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილებათა განსაზღვრა |
513 -სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით გაუფორმებლობა; 533-მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებილისათვის გადაცემა; 55- სამიჯნე ნიშნის მოშლა ,დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებურად შეცვლა; 552-სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა; 553-მიწის ფონდებზე ,მიწების მდგომარეობისა და გამოყენებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება,მიწის გამოყოფის თაობაზე განცხადების შუამდგომლობის ,საჩივრების განხილვის ვადების დარღვევა; 1191-გზის საფარის დანაგვიანება ან დაზიანება; 1271-V ნაწილი-ავტოსადგურის ფუნქციონირება განსაკუთრებული რეგულირების ზონაში თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი წესების დარღვევით; 145-აღრიცხვაზე აყვანის, საცხოვრებელ სახლებსა და საცხოვრებელ ადგილებში შესახლების წესების დარღვევა; 1461- დასუფთავების წესების დარღვევა; 148 - თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა; 150 - თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება; 1501- თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა; 151- თვითმმართველი ერთეულის მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება; 152 - ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას; 1534 - გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე; 159 - რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის, აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა; 1591 - არასათანადო რეკლამის განთავსება; 964 - სარწყავი წყლის დატაცება. გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები. 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964- მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმს ადგენს პირველადი წყალმოსარგებლე სათანადოდ უფლებამოსილი პირის მეშვეობით, რომელიც სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს. |
მუხლი 4.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა |
1. ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდაღღვევაზე სამართალდარღვევის ოქმი - საჯარიმო ქვითარი დგება ადგილზე, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა ოქმის შინაარსს და მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.
2. სამართალდარღვევის ოქმი შედგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება ოქმის შემდგენ პირთან, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დამრღვევს, რაც დასტურდება დამრღვევის მიერ ოქმზე ხელის მოწერით. |
მუხლი 5.
სამართალდარღვევის ოქმის შევსება და წარმოება: |
ა) ოქმის შევსების თარიღი და ადგილი (რიცხვი, თვე, წელი.); ბ) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი; გ) მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ-( პირადი ნომერი, გვარი, სახელი, მამის სახელი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი); დ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმა, რომლის დარღვევის შედეგად მოჰყვა ოქმის შედგენა; ვ) მოწმეთა და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, თუ ასეთები არიან; ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება; თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები; ი) შენიშვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 2. სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით, ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით, დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან არასწორად შევსების შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება დადგენილი წესით (მუხლი 6 ). 3. ოქმის შევსებისას დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში. 4. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდარღვევის ჩამდენი, აგრეთვე მოწმეები და დაზარალებულები, ასეთის არსებობის დროს. 5. თუ დამრღვევი უარს ამბობს ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს ოქმზე თანდასართავად ახსნა-განმარტება და შენიშვნები,ასევე ახსნას ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. 6. სამართალდარღვევის ოქმზე მითითებულ ადგილზე დაესმება ბეჭედი იმ პირის მიერ, რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრიცვის ფორმების გაცემას. 7. ოქმების გაცემა უფლებამოსილ პირზე ხორციელდება დაწესებულების ან პირველად წყალმოსარგებლის ხელმძღვანელის მიერ. |
მუხლი 6.
გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერა |
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმი ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 7.
სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი |
|
მუხლი 8.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვა, ჯარიმის გადახდა, სააღსრულებო ფურცლის გამოწერა |
|
მუხლი 9.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილება (უფლებამოსილი პირი) |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები