დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოებისა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/05/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.140.016343 |
|
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოებისა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოებისა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/01/2015, ს/კოდი: 010250020.35.140.016155) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების: |
1.
მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემდეგი მუხლებით: 513 – სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით გაუფორმებლობა; 533 – მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებილისათვის გადაცემა; 55 – სამიჯნე ნიშნის მოშლა, დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებურად შეცვლა; 552 – სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა; 553 – მიწის ფონდებზე, მიწების მდგომარეობისა და გამოყენებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მიწის გამოყოფის თაობაზე განცხადების შუამდგომლობის, საჩივრების განხილვის ვადების დარღვევა; 1191 – გზის საფარის დანაგვიანება ან დაზიანება; 1271 – V ნაწილი-ავტოსადგურის ფუნქციონირება განსაკუთრებული რეგულირების ზონაში თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი წესების დარღვევით; 145 – აღრიცხვაზე აყვანის, საცხოვრებელ სახლებსა და საცხოვრებელ ადგილებში შესახლების წესების დარღვევა; 1461 – დასუფთავების წესების დარღვევა; 148 – თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა; 150 – თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება; 1501 – თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა; 151 – თვითმმართველი ერთეულის მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება; 152 – ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას; 1534 – გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე; 159 – რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის, აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა; 1591 – არასათანადო რეკლამის განთავსება; 964 – სარწყავი წყლის დატაცება; 1961 – წვევამდელთა (პირველად) სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით მოქალაქის გამოუცხადებლობა; 1963 – სამუშაოდ ან სასწავლებლად იმ სამხედროვალდებულთა მიღება, რომლებიც სამხედრო აღრიცხვაზე არ არიან აყვანილნი; 1966 – სამხედროვალდებულისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნის შეუტყობინებლობა; 197 – სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის მიერ მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი თანამდებობის პირისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობა; 1971 – სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა; 198 – სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის განზრახ გაფუჭება ან დაკარგვა. გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები.“. |
2.
მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 – მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმს ადგენს პირველადი წყალმოსარგებლე – ა(ა)იპ „ასპინძის მელიორაციის ცენტრის“ (ს.ნ 423098392) მიერ განსაზღვრული სათანადოდ უფლებამოსილი პირი, რომელიც სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს. |
3.
ამოღებულ იქნეს მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები