დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოებისა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/08/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.140.016232 |
|
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოებისა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოებისა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №7 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 29/01/2015, ს/კოდი: 010250020.35.140.016155) დამტკიცებულ დანართში და დებულების შესაბამისი მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
1.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლების ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი მუხლები:
„1961 – წვევამდელთა (პირველად) სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით მოქალაქის გამოუცხადებლობა; 1963 – სამუშაოდ ან სასწავლებლად იმ სამხედროვალდებულთა მიღება, რომლებიც სამხედრო აღრიცხვაზე არ არიან აყვანილნი; 1966 – სამხედროვალდებულისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნის შეუტყობინებლობა; 197 – სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის მიერ მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის უფლებამოსილი თანამდებობის პირისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობა; 1971 – სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა; 198 – სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის განზრახ გაფუჭება ან დაკარგვა.“. |
2.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლის პირველ პუნქტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლების ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი მუხლები:
„1963, 1966, 1971.“. |
3.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანოები განიხილავენ საქმეებს, რომელიც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები