ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016143
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
44
30/12/2014
ვებგვერდი, 31/12/2014
010250020.35.106.016143
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2014 - 23/01/2015)

 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №44

2014 წლის 30 დეკემბერი

ქ. ხობი

 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 41-ე მუხლის მესამე პუნქტის, „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N7 დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი და ოდენობა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა



დანართი
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი და ოდენობა

მუხლი 1. საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ასანაზღაურებელი ოდენობა
საკრებულოს წევრებს მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით აუნაზღაურდებათ შემდეგი საქმიანობისთვის გაწეული ხარჯები:
ა) საკრებულოს სხდომებისა და საკრებულოს კომისიების მუშაობაში მონაწილეობა;
ბ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 47-ე მუხლით გათვალისწინებული ხარჯები;
გ) საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა;
დ) საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულება.

მუხლი 2. საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)
საკრებულოს წევრების მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) შეადგენს 250 (ორასორმოცდაათი) ლარს.

მუხლი 3. საკრებულოს წევრისთვის (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების ანაზღაურება
1. ამ დანართის პირველ მუხლში გათვალისწინებული საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების შესახებ საკრებულოს თითოეული წევრი (გარდა თანამდებობის პირებისა), ყოველი თვის 15 რიცხვამდე საკრებულოს აპარატს წარუდგენს წერილობით ინფორმაციას მის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას. ამ ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფროსი ერთიან მოხსენებით ბარათს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, სადაც მთლიანად ან ნაწილობრივ ადასტურებს ან უარყოფს  საკრებულოს თითოეული წევრის მიერ წერილობით ინფორმაციაში ასახულ მონაცემებს.
2. საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გამოსცემს ბრძანებას საკრებულოს თითოეული წევრისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ დანართის პირველ მუხლში გათვალისწინებული საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებისა და ოდენობის შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია შეუმციროს საკრებულოს კონკრეტულ წევრს ამ დანართის მე-2 მუხლით დადგენილი თანხის ზღვრული ოდენობა საკრებულოს, საკრებულოს კომისიის და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მისი ფაქტობრივი დასწრების გათვალისწინებით, თითოეული გაცდენილი სხდომისათვის 20 (ოცი) ლარის ოდენობით.

მუხლი 4. საკრებულოს წევრისთვის (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
საკრებულოს წევრებისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების დარიცხვა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად.