ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/04/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/04/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016426
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
17
27/04/2023
ვებგვერდი, 28/04/2023
010250020.35.106.016426
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/04/2023 - 23/10/2023)

 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2023 წლის 27 აპრილი

ქ. ხობი

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 41-ე მუხლის მესამე პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის №14 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი და ზღვრული ოდენობა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №44 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 მაისიდან.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ქავთარაძე



დანართი
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი და ზღვრული ოდენობა

მუხლი 1.
ეს წესი ადგენს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)  (შემდეგში – საკრებულოს წევრი) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით რეალურად გაღებული ხარჯების ანაზღაურების წესსა და ზღვრულ ოდენობას.

მუხლი 2.

საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) აუნაზღაურდება უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული და დოკუმენტურად დადასტურებული გონივრული ხარჯი.

მუხლი 3.
საკრებულოს წევრს ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად აუნაზაღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული სხვადასხვა ხარჯები (ტრანსპორტირების (საწვავის) და ამომრჩევლებთან კომუნიკაციის (მობილური ტელეფონით სარგებლობის) ხარჯები), რაზედაც გაწეული ხარჯის კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისათვის საკრებულოს აპარატის უფროსის სახელზე წარმოადგენს განცხადებას ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტებთან და ამომრჩევლებთან შეხვედრის საოქმო ჩანაწერთან ერთად, არაუგვიანეს ყოველი თვის პირველი რიცხვისა.

მუხლი 4.
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზედა ზღვარი განისაზღვრება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

მუხლი 5.

საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, რეალურად გაწეული  ხარჯები ანაზღაურდება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ყოველი თვის არაუგვიანეს 5 რიცხვისა (თუ 5 რიცხვი უქმე ან დასვენების დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს), საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს აპარატში საკრებულოს წევრობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, რეალურად გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების დასაბუთების შესახებ წარმოდგენილი დამადასტურებელი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე შედგენილი მოხსენებითი ბარათის შესაბამისად.

მუხლი 6.

საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს ხობის მუნიციპალიტეტის მერია.

მუხლი 7.

დაუშვებელია საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურება ფულადი ჯილდოებისა და სახელფასო დანამატის სახით.

მუხლი 8.

საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ასანაზღაურებელი ხარჯების რაოდენობაში არ ითვლება სამივლინებო ხარჯები. საკრებულოს წევრის სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით საჯარო მოსამსახურის მივლინების ხარჯების ანაზღაურებისათვის დადგენილი წესები.