დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/05/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.106.016418 |
|
„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №44 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.106.016143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
ა)
დადგენილებით დამტკიცებული წესის მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) საკრებულოს წევრების მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს.“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული წესის მესამე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გამოსცემს ბრძანებას საკრებულოს თითოეული წევრისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ დანართის პირველ მუხლში გათვალისწინებული საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებისა და ოდენობის შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია შეუმციროს საკრებულოს კონკრეტულ წევრს ამ დანართის მე-2 მუხლით დადგენილი თანხის ზღვრული ოდენობა საკრებულოს, საკრებულოს კომისიის და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მისი ფაქტობრივი დასწრების გათვალისწინებით, კერძოდ: საკრებულოს თითოეული გაცდენილი სხდომისათვის 40 (ორმოცი) ლარის და საკრებულოს კომისიის და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომისათვის 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 მარტიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები